კიელინის ახალი გამოწვევა - 37 წლის მცველი MLS-ში ითამაშებს
იტალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ვეტერანი მცველი ჯორჯო კიელინი კარიერას MLS-ში გააგრძელებს. 37 წლის მცველმა ''ლოს ანჯელეს გალაქსისთან'' 18-თვიანი კონტრაქტი გააფორმა. ჯორჯო ამერიკულ კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.
The Next Chapter@LAFC pic.twitter.com/AV4ITgDfx3
— Giorgio Chiellini (@chiellini) June 13, 2022
შეგახსენებთ, კიელინიმ ფეხბურთელის კარიერა „ლივორნოში“ დაიწყო. შემდეგ „ფიორენტინასთვის“ თამაშობდა, 2005 წლიდან გასული სეზონის ბოლომდე ''იუვენტუსის“ ღირსებას იცავდა. კიელინიმ ''იუვეს'' რიგებში 500-ზე მეტი მატჩი ჩაატარა. მან სერია ა ცხრაჯერ მოიგო, ჩემპიონთა ლიგის ფინალში კი ორჯერ დამარცხდა (2014–15, 2016–17).
2004-22 წლებში 37 წლის იტალიელმა მცველმა ეროვნულ გუნდში 117 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი შეაგდო.