იბერია 1999, ლევან კორღალიძე, ლაშა ნოზაძე
Aa
Aa

ახალი გამოწვევა - ლაშა ნოზაძე საბურთალოს გაწვრთნის

“საბურთალოს” მთავარი მწვრთნელი ლაშა ნოზაძე გახდა, რომელიც წლებია დედაქალაქურ კლუბში მუშაობს – აღმასრულებელმა დირექტორმა კახა კაშიამ ფეხბურთელებს ნოზაძე დღეს ოფიციალურად წარუდგინა და წარმატებები უსურვა.

42 წლის სპეციალისტი “საბურთალოში” 2013 წლიდან მუშაობს. ლაშას დამხმარე მწვრთნელის რანგში მოგებული აქვს ეროვნული ლიგა (2018), ორჯერ არის დავით ყიფიანის სახელობის თასის (2019, 2021) და სუპერთასის (2020) გამარჯვებული. 2015 წელს კი პირველი ლიგის ჩემპიონი გახდა, რის შემდეგაც “საბურთალომ” უძლიერესთა რიგებში თამაშის უფლება მოიპოვა.

ოფიციალური წარდგენის შემდეგ, ლაშა ნოზაძემ კომენტარი გააკეთა:

“დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა “საბურთალოს” მთავარი მწვრთნელობა, ვეცდები იმედების გამართლებას. “საბურთალოს” მიზანი უცვლელია – სამეულში მოხვედრა, ევროტურნირებზე რამდენიმე ეტაპის გადალახვა და ტიტულის შენარჩუნება. წლებია უკვე “საბურთალოში” ვმუშაობ, სამწვრთნელო კარიერა ამ კლუბში დავიწყე, “საბურთალო” ჩემთვის რიგითი გუნდი არაა – ძალიან მიყვარს, ჩემი მეორე ოჯახია. მადლობა მინდა ვუთხრა ტარიელ ხეჩიკაშვილს, კახა კაშიას, კახა ამირიძეს გვერდში დგომისა და ნდობის გამოცხადებისთვის. მადლობა ლევან კორღალიძეს, რომელსაც ბევრი აქვს გაკეთებული საბურთალოსთვის. მადლობა ფეხბურთელებსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ კლუბში მუშაობს და გვერდში მიდგას”, – განმარტა ნოზაძემ

შეგახსენებთ,რომ საბურთალო მთავარმა მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ დატოვა. ახალგაზრდა სპეციალისტი თბილისურ კლუბი მწვრთნელად გასული წლის 3 ნოემბერს დაინიშნა და გუნდთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებდა.

ლევან კორღალიძის ხელმძღვანელობით, თბილისურმა კლუბმა 2021 წლის 8 დეკემბერს ისტორიაში მეორედ დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი მოიგო. ფინალში „საბურთალომ“ წყალტუბოს „სამგურალს“ 1:0 აჯობა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
''99 პროცენტით ფერენცვაროშს დავტოვებ'' - ლაშა დვალი კლუბს შეიცვლის
''99 პროცენტით ფერენცვაროშს დავტოვებ'' - ლაშა დვალი კლუბს შეიცვლის