კვარაცხელია: ''ივლისში, ''ნაპოლისთან'' ერთად ვიქნები''
UEFA-ს ერთა ლიგის მეოთხე ტურში საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა „დინამო არენაზე“ ბულგარეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა, დაძაბულ ბრძოლაში ფრედ 0:0 ითამაშა. მატჩის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ მედიასთან ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ კვარაცხელიამ ''ნაპოლისთან'' დაკავშირებით კომენტარი პირველად გააკეთა და ფაქტობრივად დაადასტურა, რომ ივლისიდან ''ნაპოლიში'' ითამაშებს.
''სამწუხაროა, ვერ გავიმარჯვეთ, იღბალი ჩვენს მხარეს არ იყო. ჯგუფის შედეგი სექტემბერში გაირკვევა. ახლა ''ნაპოლიზე'' არაფრის თქმა შემიძლია. შეკრება ივლისშია და ივლისში ''ნაპოლისთან'' ერთად ვიქნები''.
ცნობისთვის, „ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა დაადასტურა, რომ ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია კარიერას „პარტენოპეის“ რიგებში გააგრძელებს. Corriere dello Sport-ის ცნობით, „კვარას“ შეძენა დაახლოებით 10 მილიონი ევრო დაჯდება, რასაც 1 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსები დაემატება.
ყაზანის ''რუბინის'' დატოვების შემდეგ კვარაცხელია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში თამაშობს. მის აქტივში 11 მატჩში 8 გოლი და 2 საგოლე პასია. გარდა ამისა, ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშების საწყის სამ ტურში 3 გოლი შეაგდო და 2 საგოლე პასი შეასრულა.