ხვიჩა კვარაცხელია, კრისტიან ძაკარდო
Aa
Aa

''ლეაოს სტილის მოთამაშეა'' - მსოფლიოს ჩემპიონი ხვიჩაზე Sky Sport-ს ესაუბრა

2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა, იტალიელმა კრისტიან ძაკარდომ, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას ''ნაპოლიში'' ტრანსფერის განხორციელებაში მონაწილეობდა, ქართველი გარემარბის შესახებ იტალიურ Sky Sport-თან ისაუბრა.

''მას ორი წელია ვიცნობ და მის თამაშს თვალს ვადევნებ. მას მნიშვნელოვანი თვისებები აქვს, შეუძლია თავი კარგად წარმოაჩინოს იმის მიუხედავადაც, თუ მას ''ნაპოლიში'' დამკვიდრებისთვის გარკვეული დრო დასჭირდება.

მაღალი გარემარბისთვის დამახასიათებელი თვისებები აქვს, მარცხენა ფლანგზე თამაშობს, მაგრამ მარჯვენა ფლანგზე თამაშიც შეუძლია. რაც მოულოდნელია და გაოცებს, არის ის, რომ თუ დრიბლინგი არ გამოუვიდა, კვლავ ცდილობს შესრულებას.

რაფაელ ლეაოს სტილის მოთამაშეა''.

ცნობისთვის, „ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა დაადასტურა, რომ ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია კარიერას „პარტენოპეის“ რიგებში გააგრძელებს. Corriere dello Sport-ის ცნობით, „კვარას“ შეძენა დაახლოებით 10 მილიონი ევრო დაჯდება, რასაც 1 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსები დაემატება.

ყაზანის ''რუბინის'' დატოვების შემდეგ კვარაცხელია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში თამაშობს. მის აქტივში 11 მატჩში 8 გოლი და 2 საგოლე პასია. გარდა ამისა, ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშების საწყის სამ ტურში 3 გოლი შეაგდო და 2 საგოლე პასი შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
''ხვიჩას გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს'' - დოლიძე La Gazzetta dello Sport-ს ესაუბრა
''ხვიჩას გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს'' - დოლიძე La Gazzetta dello Sport-ს ესაუბრა