თემურ ქეცბაია
Aa
Aa

„ჟან-კლოდ ვან დამივით გადმოხტა" - მაგარი ისტორია ქეცბაიაზე

„ნიუკასლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, სტივ ჰოუიმ თემურ ქეცბაიასთან დაკავშირებით, საინტერესო ისტორია გაიხსენა. „კაჭკაჭების“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე რუდ გულიტის ყოფნისას, გუნდმა ფეინთბოლის სათამაშოდ წასვლა გადაწყვიტა, რათა ატმოსფერო და ფეხბურთელთა და მწვრთნელთა ურთიერთობა გაუმჯობესებულიყო. ჰოუის თქმით, ქეცბაია საქმეს მთელი სერიოზულობით მიუდგა და „პარტიზანულ ომს" მიმართა.

„ქეცბაია ქართველია და ისინი ფიცხი და ემოციური ადამიანები არიან. თემური კარგი ბიჭია, მაგრამ ყველაფერს სერიოზულად იღებდა. იგი ჩვენთან ერთად იმყოფებოდა და რუდმა ფეინთბოლის სათამაშოდ წაგვიყვანა. გუნდებში გადავნაწილდით და ყველას უნდოდა, გულიტისთვის ესროლა, თემურსა და სხვა ბიჭებს კი თავიანთ სამშობლოში სამხედრო სამსახური ჰქონდათ გავლილი.

ორ გუნდად გავიყავით და ჩემი გუნდი თემურის გუნდის წინააღმდეგ იყო. ბიჭები იმალებოდნენ და თამაში ისე მორჩა, ქეცბას პოვნა ვერ მოვახერხეთ. იგი კამუფლაჟის ექსპერტი აღმოჩნდა და ხეებზე იმალებოდა. მოკლედ, თამაში დასრულებული იყო, უკან ვბრუნდებოდით და ამ დროს, ქეცბაია ჟან-კლოდ ვან დამივით გადმოხტა და დაიყვირა: „მოკვდით, თქვე ინგლისელო ღორებო!“ თემურს ვუთხარით, რომ თამაში დასრულებული იყო, მაგრამ ის არ ჩერდებოდა: „დასრულებული არაფერია! გულიტი სადაა? გულიტი სადაა?" მას წარმოდგენა არ ჰქონდა, რა ხდებოდა".

ცნობისთვის, თემურ ქეცბაია „ნიუკასლში“ 1997-2000 წლებში ასპარეზობდა და გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა. ასევე, ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში ორჯერ გავიდა, თუმცა „არსენალთან“ და „მანჩესტერ იუნაიტედთან“ დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სანიოლი: ,,მომთხოვნი მწვრთნელი ვარ, ფეხბურთელებმა კი დადებითად მიპასუხეს
სანიოლი: ,,მომთხოვნი მწვრთნელი ვარ, ფეხბურთელებმა კი დადებითად მიპასუხეს"