ერთა ლიგა, ნიკა კვეკვესკირი, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

„ასეთი გუნდისთვის და გულშემატკივრებისთვის ეს შედეგი წარუმატებელია“ - კვეკვესკირი

ვილი სანიოლის გუნდი მომდევნო შეხვედრას 23 სექტემბერს, „დინამო არენაზე“ ჩრდ. მაკედონიის წინააღმდეგ გამართავს.

ერთა ლიგის მე-4 ტურში, დინამო არენაზე ბულგარეთის წინააღმდეგ დაფიქსირებული ფრის (0:0) შემდეგ, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, ნიკა კვეკვესკირმა განვლილი მატჩი შეაფასა.

რა თქვა კვეკვესკირმა:

ერთა ლიგის დაწყების წინ ვინმეს რომ ეთქვა, რომ 4 თამაშის შემდეგ 10 ქულა გვექნებოდა, დარწმუნებული ვარ ყველა დაუფიქრებლად დათანხმდებოდა. ამ გადმოსახედით თუ ვიმსჯელებთ, კარგი შედეგია.

მაგრამ, იმ თამაშისგან და ხარისხისგან, რასაც გუნდი აჩვენებდა და რამდენი გოლიც გაჰქონდა, როგორც ვთამაშობდით დაცვაში, გუნდურად, ერთსულოვნად, ეს წარუმატებლობა დასანანია. ასეთი ნაკრებისთვის, როგორიც ჩვენ ვართ, ამ გულშემატკივრების, სავსე „დინამო არენას“ წინაშე ნამდვილად წარუმატებელია ეს შედეგი.

4 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგის სატურნირო ცხრილში 10 ქულა აქვს და პირველ ადგილს იკავებს, მეორე პიზიციაზე კი ჩრდ. მაკედონიის ნაკრები იმყოფება, რომელმაც პარალელურად მიმდინარე მატჩში გიბრალტარი 4:0 დაამარცხა და 7 ქულა მოაგროვა.

ვილი სანიოლის გუნდი მომდევნო შეხვედრას 23 სექტემბერს, „დინამო არენაზე“ ჩრდ. მაკედონიის წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბულგარული მედია: ფეხბურთელებმა ძლიერ შეტევებს თავი კარგად გაართვეს
ბულგარული მედია: ფეხბურთელებმა ძლიერ შეტევებს თავი კარგად გაართვეს