ერთა ლიგა, ეროვნული ნაკრები
Aa
Aa

ბულგარეთის პრესკონფერენციიდან: ,,საქართველოს ნაკრებთან ფრე გვაკმაყოფილებს"

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრა დინამო არენაზე გამართა და ნულოვანი ფრით დაასრულა (0-0), რითაც თავი 9-მატჩიან წაუგებელ სერიას მოუყარა.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის მეორე შეხვედრა სწორედ სტუმრად, ბულგარეთის  წინააღმდეგ გამართა და მეტოქე სოლიდური უპირატესობით, ანგარიშით -  2-5 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ, ბულგარეთის ნაკრები მთავარმა მწვრთნელმა, იასენ პეტროვმა დატოვა, რომელიც გეორგი ივანოვმა შეცვალა. გეორგი ივანოვი  ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციაში ტექნიკური დირექტორის პოზიციაზე მუშაობს, თუმცა საქართველოს ნაკრებთან შეხვედრაში მთავარი მწვრთნელის ფუნქციას შეითავსა.

ბულგარეთის პრესკონფერენციდან

,,ჩვენ გუნდს 5 ძლიერი ფეხბურთელი აკლდა და მაქსიმალურად ვეცადეთ სრული ძალების მობილიზება მოგვეხერხებინა. შედეგი, რომელიც ვაჩვენეთ, დანაკლისითაა გამოწვეული და იმ სისუტეების შევსებას, რომელიც გვქონდა, 90 წუთი დაცვითი სიძლიერით ვცდილობდით.

საქართველოს ნაკრები საკმაოდ ძლიერია და კარგი შეხვედრები აჩვენა , ჩვენ კი რა პირობებშიც მოგვიწია თამაშის ჩატარება და არსებული რეალობის გათვალისწინებითაც, ამ ფრით კმაყოფილნი ვართ. ვეცადეთ, საუკეთესო შედეგისთვის მიგვეღწია.

მინდა, კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა იმ თანადგომისთვის, რომელიც ჩვენი ფეხბურთელის მიმართ გამოიჩინეთ".

მიმდინარე ერთა ლიგა ვილი სანიოლის ფორმაციის საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის წარმატებულია. საქართველოს ნაკრებმა 12 გოლი გაიტანა, მხოლოდ 2 ბურთი გაუშვა, სამი შეხვედრა მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და საკუთარი,  C4 ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია.


საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მიმდინარე ერთა ლიგის ციკლის შეხვედრები სექტემბერში ელის: 23 სექტემბერს ჩრდილოთ მაკედონიას სახლში მიიღებს, 26 სექტემბერს კი გიბრალტარს ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Sofascore - ვინ დაიმსახურა ყველაზე მაღალი შეფასება ბულგარეთთან მატჩში
Sofascore - ვინ დაიმსახურა ყველაზე მაღალი შეფასება ბულგარეთთან მატჩში