ერთა ლიგა, უკრაინა
Aa
Aa

სომხეთის ნაკრების მწვრთნელმა უკრაინელი ჟურნალისტის კითხვის შემდეგ პრესკონფერენცია დატოვა

გუშინ, უეფას ერთა ლიგის მესამე ტურში უკრაინის ფეხბურთელთა ნაკრები ნეიტრალურ სტადიონზე სომხეთს დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 3:0 დაამარცხა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ერთ-ერთი უკრაინელი ჟურნალისტი, რომელიც Zoom-ით ერთვებოდა სომხეთის მთავარი მწვრთნელის პოზიციით დაინტერესდა, უჭერს თუ არა მხარს ხოაკინ კაპაროსი უკრაინას მხარს რუსეთთან ომში.

ჟურნალისტმა ესპანელ სპეციალისტს ჰკითხა, რატომ არ გამოუცხადა სომხეთის ნაკრებმა სოლიდარობა უკრაინას. ხოაკინ კაპაროსმა კითხვას თავი აარიდა და პრესკონფერენცია დატოვა.

„ეს არის პოლიტიკური საკითხი, რომელიც სპორტს არ უკავშირდება“, - უპასუხა ჟურნალისტის კითხვას სომხეთის ნაკრების პრესსპიკერმა.

„არა! ახლა ეს პირდაპირ არის დაკავშირებული ფეხბურთთან“, - ჟურნალისტი სპიკერთან დიალოგის რეჟიმში გადავიდა.

„მწვრთნელს არ სურს კითხვაზე პასუხი. ვიმეორებ - ეს არის პოლიტიკა“, - განაცხადა პრესსპიკერმა, რის შემდეგაც კაპაროსთან ერთად საპრესკონფერენციო ოთახი დატოვა.

შეგახსენებთ, რომ უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ჯგუფში უკრაინას 6 ქულა აქვს და პირველ ადგილზე იმყოფება, სომხეთის ნაკრები კი 3 ქულით ბოლო ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პრემიერ ლიგის გადაწყვეტილება - Match TV-სთან კონტრაქტი შეჩერებულია
პრემიერ ლიგის გადაწყვეტილება - Match TV-სთან კონტრაქტი შეჩერებულია