მოურინიოს ამბიციები - "განსაკუთრებულს" რომაში ბეილის მიყვანა სურს
ჟოზე მოურინიო „რომას“ გაძლიერებას აპირებს. მას შემდეგ, რაც „ჯალოროსიმ“ კონფერენს ლიგა მოიგო, ევროპის ლიგის მოგება დაისახა მიზნად. ამისთვის კი ახალი ფეხბურთელებია საჭირო.
პორტუგალიელი სპეციალისტის მთავარი საზრუნავი ტამი აბრაჰამის შენარჩუნებაა, რომელსაც პრემიერ ლიგის კლუბები ეპატიჟებიან, თუმცა ამის პარალელურად „განსაკუთრებული“ ახალ მოთამაშეებზეც ფიქრობს.
მადრიდის „რეალი“ გარეთ ბეილმა დატოვა და ახლა ის თავისუფალი აგენტია. აქედან გამომდინარე, უელსელ შემტევს ნებისმიერ გუნდში შეუძლია გადასვლა. იტალიური გამოცემა Calciomercato იუწყება, რომ „ჯალოროსი“ „ბლანკოსოს“ ყოფილ ფეხბურთელს დაეკონტაქტა და გადასვლა შესთავაზა.
Gareth Bale has been offered to Roma, according to Calciomercato ???? pic.twitter.com/Ezv3FvJzRM
— GOAL (@goal) June 12, 2022
ჯერჯერობით უცნობია შეთავაზების პირობები და ბეილის პასუხი, თუმცა ერთი რამ ნათელია. გარეთი აუცილებლად აირჩევს ახალ კლუბს, რათა წინასასეზონო მომზადება გაიაროს და ადაპტაციის გავლისას პრობლემები არ შეექმნას.
ამ ფაქტს ისიც ამყარებს, რომ უელსი მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა და ნოემბრამდე ბეილი კარგ ფიზიკურ ფორმაში უნდა იყოს. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მუნდიალის დასრულების შემდეგ 31 წლის შემტევი კარიერას დაასრულებდა, მაგრამ ამ საკითხზე თავად ფეხბურთელს კომენტარი არ გაუკეთებია.