მსოფლიო ჩემპიონატი, ჰარი კეინი
Aa
Aa

კეინი: ჩვენი მიზანი მსოფლიო ჩემპიონობაა

ჰარი კეინს ინგლისთან ერთად 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოგება სურს. ამის შესახებ „ტოტენჰემის“ ათიანმა Daily Mail-თან ისაუბრა.

„სასაცილოა წარსულში ყურება - 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ მოლოდინი არ გვქონდა. დიდი ხნის განმავლობაში დიდ ტურნირებზე კარგი შედეგი არ გვიჩვენა. მაგრამ მე მივიჩნიე, რომ სწორი იყო გამარჯვებისთვის შეთანხმება. ნებისმიერი გუნდი ნებისმიერ ტურნირზე ფიქრობს გამარჯვებაზე. სხვაგვარად არ უნდა ვიფიქროთ.

ვფიქრობ, ამჯერად ცოტა სხვაგვარადაა. ჩვენ ნახევარფინალში ვიყავით 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. ჩვენ ვითამაშეთ ევრო 2020-ზე ფინალში. ალბათ, ამ ტურნირზე ერთ-ერთ ფავორიტად წავალთ. ეს ზეწოლისა და პასუხისმგებლობის კიდევ ერთი დონეა.

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ გადავლახეთ დაბრკოლებები. ჩვენ საკუთარ ისტორიას ვწერთ. გუნდში დიდი ნდობა მაქვს. ჯერ კიდევ გვაქვს გასაუმჯობესებელი ასპექტები. მაგრამ მთლიანობაში გუნდი კარგ ფორმაშია.

ევრო 2020-ზე მატჩი არ წაგვიგია. მხოლოდ პენალტების სერია არ იყო ჩვენს სასარგებლოდ. ეს აჩვენებს, რომ შეგვიძლია გავუმკლავდეთ ზეწოლას. მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ უფრო ძლიერები ვიქნებით და სხვა გარემოში ვითამაშებთ, ყატარში. არის რაღაცები, რისი გაკეთებაც მოგვიწევს, რომ მსოფლიო ჩემპიონები გავხდეთ. ეს არის ჩვენი მიზანი“,

- განაცხადა ტოტენჰემისა და ინგლისის ფორვარდმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
''როცა ასეთი თავდაჯერებული მეკარე გყავს, ეს დიდი ძალაა'' - ყაველაშვილი მამარდაზე
''როცა ასეთი თავდაჯერებული მეკარე გყავს, ეს დიდი ძალაა'' - ყაველაშვილი მამარდაზე