"მანჩესტერ იუნაიტედმა უნდა დაწეროს წიგნი, თუ როგორ არ უნდა განახორციელონ ტრანსფერი"
დარვინ ნუნიესისთვის „ლივერპული“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ იბრძოდნენ, თუმცა, როგორც ჩანს მერსისაიდელებმა ეს რბოლა მოიგეს და ურუგვაელი თავდამსხმელი იურგენ კლოპის გუნდში ითამაშებს.
„ლივერპულის“ ლეგენდა რობი ფაულერი ამ საკითხს ეხმიანება და ამბობს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ უნდა დაწეროს წიგნი იმის შესახებ, თუ როგორ არ უნდა განახორციელონ ტრანსფერები.
გასულ სეზონში, „იუნაიტედი“ ოთხეულს მიღმა დარჩა და მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვერ იასპარეზებს. ფაულერი კი „წითელ ეშმაკებს“ ურჩევს, რომ მაგალითი „ლივერპულისგან“ აიღონ.
რა თქვა ფაულერმა?
„ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ ნუნიესი „ლივერპულში“ ითამაშებს და არა „მანჩესტერში“. „იუნაიტედის“ მოუქნელობა ტრანსფერებში ჩემი ყოფილი გუნდისთვის სასარგებლო აღმოჩნდა. ფაქტობრივად კონკურენცია საერთოდ არ იყო.
არ მინდა სასტიკი ვიყო, მაგრამ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ უნდა დაწეროს წიგნი, თუ როგორ არ უნდა გააკეთონ ტრანსფერი. მათი აქტივობა ბოლო წლებში სასაცილოა. კრიშტიანუმ თავისი საქმე კარგად შეასრულა, მაგრამ მის ადგილზე „მანჩესტერ სიტიში“ წავიდოდი. გადახედეთ, რამხელა ხელფასები აქვთ „იუნაიტედის“ ფეხბურთელებს.. ეს კატასტროფა..“