რომა
Aa
Aa

სამედიცინო შემოწმებას ხვალ გაივლის - მატიჩი რომაში ითამაშებს

Sky Sports Italia იუწყება, რომ ხვალ ნემანია მატიჩი „რომაში“ სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ამის შემდეგ „ჯალოროსის“ ფეხბურთელი გახდება.

სერბი ნახევარმცველი იტალიურ კლუბს „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით უერთდება. აღსანიშნავია, რომ მატიჩი და მოურინიო მესამედ იმუშავებენ ერთად. აქამდე ისინი ერთად „ჩელსიში“ და „მანჩესტერ იუნაიტედში“ მოღვაწეობდნენ.

აღნიშნული წყაროს ცნობით, ნემანია „რომასთან“ 1-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, თუმცა მხარეების სურვილის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ხელშეკრულების კიდევ 1 წლით გახანგრძლივება. როგორც ირკვევა, სერბი ნახევარმცველი „ჯალოროსიში“ თამაშისთვის წელიწადში 3.5 მილიონ ევროს მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ „რომა“ მატიჩის გადაბირებას ივლისში გეგმავდა, თუმცა ხელმძღვანელობამ აზრი შეიცვალა და ტრანსფერი დააჩქარა. ცნობისთვის, ნემანია მატიჩმა ჯამში მოურინიოს ხელმძღვანელობით 159 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

მატიჩი „მანჩესტერ იუნაიტედში“

33 წლის ფეხბურთელი „წითელ ეშმაკებს“ 2017 წელს შეუერთდა. 2017 წლიდან დღემდე, ნემანიამ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 189-ჯერ მოირგო, 4 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები