ზიდანმა პსჟ-სთან პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია - დეტალები ცნობილია
ესპანური Mundo Deportivo წერს, რომ ზინედინ ზიდანმა პსჟ-სთან უკვე პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია.
წყაროს ცნობით, ზიდანი ყატარში იმყოფებოდა, სადაც კლუბის მფლობელს ემირს, ტამიმ ბინ ჰამად თანის შეხვდა და ყველა დეტალი შეათანხმა.
პარიზელები ივნისის ბოლოს გეგმავენ, რომ „ზიზუს“ მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე ოფიციალურად გამოაცხადონ. სახელდება ფრანგის სავარაუდო ანაზღაურებაც, რომელიც წლიურად 25 მილიონი ევრო იქნება. ხელშეკრულება კი 3-წლიანი იქნება.
Zidane y el @PSG_inside ya habrían llegado a un principio de acuerdo. Firmará por tres años y se hará oficial a finales de mes de junio. @mundodeportivo https://t.co/fwTdqpSLIU
— Ramón Fuentes (@RamonFuentes74) June 11, 2022
ესპანური გამოცემა წერს, რომ ზიდანსა და პარიზულ კლუბს შორის ბოლო დროს შეხვედრები ინტენსიურად მიმდინარეობდა. პირველი მათგანი პარიზში ჩემპიონთა ლიგის ფინალის დროს შედგა, რის შემდეგაც კიდევ რამდენიმე იყო.
ზიდანი ამჟამად იბიცაზე დაბრუნდა, სადაც ოჯახთან ერთად რამდენიმე დღით დაისვენებს, რის შემდეგაც, სავარაუდოდ „ზიზუ“ პსჟ-ს ოფიციალურად ჩაიბარებს.
ასევე აღსანიშნავია, რომ ზიდანს შეთავსებით საფრანგეთის ნაკრების გაწვრთნაც სურს, თუ ამის საშუალება მიეცემა. შეგახსენებთ, რომ მის მთავარ სამიზნედ "სამფეროვნებში" დიდიე დეშამის პოსტი სახელდებოდა, თუმცა როგორც ჩანს, დეშამი ჯერჯერობით წასვლას არ აპირებს.