კოპა ამერიკა, როდრიგო დე პაული
Aa
Aa

"შფოთვა, ნერვიულობა, შიში... მესი დადიოდა და მატეს სვამდა" - დე პაული ფინალის დღეს იხსენებს

როდრიგო დე პაულმა კოპა ამერიკის ფინალი გაიხსენა. „ატლეტიკოს“ არგენტინელმა შუახაზელმა რამდენიმე უცნობი დეტალი გაამხილა, მათ შორის ის, თუ როგორ ნერვიულობდა მესი და როგორი მოტივირებული იყო იგი.

„კოპა ამერიკის წინა პერიოდი საკმაოდ რთული გამოდგა. ორი მატჩი გვქონდა - ჩილესთან და კოლუმბიასთან. სასტუმროში 45 დღე ვიყავით ჩაკეტილები. ვივახშმეთ და ტელევიზორი გამოვრთე. იგრძნობოდა, რომ ზოგს ეროვნული ნაკრების წარმატება არ სურდა, შესაბამისად არ გვაფასებდნენ. როცა თვით ლეოს აკრიტიკებდნენ, ამის შემდეგ ჩვენ რა დაგვრჩენია, შემადგენლობის სხვა წევრებს, სამწვრთნელო შტაბს...

თავიდანვე კარგ ტალღაზე ვიარეთ. დღეს მესით უფრო მეტად აღფრთოვანებული ვარ. როგორც ადამიანი - იმით, თუ როგორ ვითარდება იგი ცხოვრებაში. მისთვის ადვილი არ არის.

დილით ფინალამდე შევიკრიბეთ მატე დავლიეთ. მე და პაპუ გომესი პირველები ავდექით. და ბრაზილიასთან ფინალის დღეს მესის ვაკვირდებოდი.

იყო შფოთვა, ნერვიულობა, შიში. ზოგი ამას უკეთ აკონტროლებს, ზოგი უარესად. და ვინც ამბობს, რომ არ გრძნობს, იტყუება.

მე ვუყურებდი მესის, რომელიც მატეს სვამდა და მისთვის შუალედური ვარიანტი არ არსებობდა. მარაკანაზე, ბრაზილიისა და ნეიმარის წინააღმდეგ. ან ღმერთთან ან ჯოჯოხეთში.

მას ჰქონდა არაჩვეულებრივი კოპა ამერიკა: პასები, გოლები. მაგრამ ფეხბურთი, სამწუხაროდ, ასეთია. მე ვამბობ: „ლეო, დღეს შენთვის…“ მან მიპასუხა: „დიახ, დიახ…“ და მატეს დალევა განაგრძო.

დიდი სიამოვნებაა იმის შესაძლებლობა, რომ განვახორციელეთ ის ოცნება, რაც მას ჰქონდა“,

- განუცხადა დე პაულმა Telefé-სთან საუბრისას.

კოპა ამერიკის ფინალში არგენტინამ ბრაზილია 1:0 დაამარცხა. დე პაულის საგოლე პასის შემდეგ, გამარჯვების გოლი ანხელ დი მარიამ გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ძალადობის ბრალდება - მოსამართლემ რონალდუ უდანაშაულოდ სცნო
ძალადობის ბრალდება - მოსამართლემ რონალდუ უდანაშაულოდ სცნო