ტრანსფერი პოლონეთში არ შედგა - ვოლკოვი საბაჰში ითამაშებს
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი დავით ვოლკოვი კარიერას აზერბაიჯანულ ''საბაჰში'' გააგრძელებს. მხარეებს შორის შეთანხმება ორწლიან კონტრაქტზე შედგა.
View this post on Instagram
მოგვიანებით, ტრანსფერი ''საბაჰმა'' ოფიციალურად დაადასტურა.
View this post on Instagram
პოლონური Weszlo აზერბაიჯანულ AzeriSport-ზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ 2021-22 წლების სეზონის დასრულების შემდეგ დავით ვოლკოვი კარიერას გდანსკის ''ლეხიაში'' გააგრძელებდა, თუმცა ეს ინფორმაცია არ გამართლდა.
ვოლკოვი 2019 წლიდან აზერბაიჯანში თამაშობს. 2019 წელი ''გაბალაში'' გაატარა, 2020 წლის ზამთრიდან გასული სეზონის ბოლომდე ''ზირასთვის'' თამაშობდა.
გასულ სეზონში, ''ზირას'' მაისურით აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის 28 მატჩში 11 გოლი შეაგდო, 6 საგოლე პასი შეასრულა. გარდა ამისა, აზერბაიჯანის თასის 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მისი გუნდი ფინალში გავიდა, სადაც ''ყარაბაღთან'' დამარცხდა.
დავით ვოლკოვმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 3 მატჩი ჩაატარა. მის აქტივში უზბეკეთთან ამხანაგურ შეხვედრაში გატანილი გოლია.