ლაპორტა: თუ ეს მოხდა, ფინანსური მდგომარეობა მკვეთრად გამოსწორდება
„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ კლუბში მიმდინარე რთულ პროცესებზე და სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა.
„ლევანდოვსკი? მასზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ, რადგან ის ბაიერნის ფეხბურთელია და ჩემი მხრიდან ეს შეურაცხმყოფელი იქნება.
რაც შეეხება დემბელეს, მას ჩვენ შეთავაზება გავუკეთეთ, მაგრამ მისგან პასუხი ჯერაც არ მიგვიღია.
გავი? შეთანხმებასთან სულ უფრო ახლოს ვართ და განწყობა ოპტიმისტურია. გვინდა, რომ იგი დარჩეს.
ფინანსური მდგომარეობა გამოსასწორებელი გვაქვს და ამ მიმართულებით ვმუშაობთ. თუ, ხუთშაბათს ასამბლეაზე კლუბის წევრები ჩვენს იდეებს გაიზიარებენ, ჩვენი ფინანსური მდგომარეობა მკვეთრად გამოსწორდება.
თუ, კლუბს დასჭირდა მზად ვართ მნიშვნელოვანი ფეხბურთელებიც გავყიდოთ“.
ESPN-ის ცნობით, „კამპ ნოუზე“ აპირებენ, რომ ლა ლიგის მატჩების სატელევიზიო უფლებებიდან მიღებული სამომავლო შემოსავლის 25 პროცენტი გაყიდონ, რაც კლუბს დაახლოებით 500 მილიონ ევროს მოუტანს. გარდა ამისა, განიხილება ლიცენზიებისა და მერჩენდაიზინგის სფეროს 50-პროცენტიანი წილის გაყიდვაც, რაც კლუბს 200 მილიონ ევროს მისცემს.
ეს ყველაფერი კლუბმა ივნისის ბოლომდე უნდა მოასწროს, რომ 1 ივლისიდან სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობა შეძლონ.