გარეთ ბეილი
Aa
Aa

"არა მანდ არ წავალ" - ბეილს ხეტაფეს ინტერესზე გაეცინა

გარეთ ბეილმა მადრიდის „რეალი“ დატოვა. ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გააგრძელებს კარიერას უელსელი ვარსკვლავი. მეტიც, არანაირი ინფორმაცია არ არსებობს, თუ ვინ ინტერესდება უელსელი შემტევით.

32 წლის ფეხბურთელის აგენტის თქმით, შესაძლოა ბეილმა მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, საფეხბურთო კარიერა დაასრულოს. ამის პარალელურად სპორტულ მედიაში მეტად კომიკური ინფორმაცია გავრცელდა.

ვიგებთ, რომ ბეილი „ხეტაფეს“ დაუკავშირეს. ამის შესახებ გუნდის პრეზიდენტმა განაცხადა: „ბეილმა „რეალი“ დატოვა და ახლა კლუბის გარეშეა. მე მას დაველაპარაკე და ჩვენთან თამაში შევთავაზე. გამორიცხული და შეუძლებელი არაფერია.“

უელსის ნაკრებმა ერთა ლიგაზე ბელგიის წინააღმდეგ ითამაშა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, გარეთს სწორედ „ხეტაფეს“ ინტერესზე დაუსვეს კითხვა, რაზეც ბეილს ცინიკურად გაეცინა და უპასუხა:

„არა, „ხეტაფეში“ წასვლას არ ვაპირებ, დარწმუნებული იყავით.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები