ურუგვაის ნაკრებმა დაადასტურა - ნუნიესი ლივერპულში ითამაშებს
დღეს, ცნობილი გახდა, რომ დარვინ ნუნიესი ''ლივერპულში'' გადასვლასთან ახლოსაა. მერსისაიდელები ''ბენფიკას'' სიტყვიერად შეუთანხმდნენ. მოლაპარაკების მიხედვით, ინგლისური კლუბი ნუნიესის ტრანსფერში 80 მილიონ ევროს გადაიხდის, პლუს 20 მილიონი ევრო ბონუსების სახით.
გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი და ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ამ ფაქტთან დაკავშირებით, „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
რომანოს თქმით, ურუგვაის ნაკრებმა სანაკრებო მატჩებისთვის ნუნიესი გაათავისუფლა. ამით მხარეები ტრავმის რისკს აირიდებენ და მისი ტრანსფერი „ლივერპულში“ დაჩქარდება. დარვინი და მისი აგენტი, სიტყვიერი შეთანხმების შემდეგ, ინგლისში გამგზავრებას გეგმავენ, რათა ყველაფერი მალე გაოფიციალურდეს.
Uruguay confirm that Darwin Núñez has been left out of the team for tonight game. No risk as he’s set to complete his move to Liverpool in the next days. ???????????? #LFC
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) June 11, 2022
Darwin and his agents are planning for travel to England after verbal agreement between Liverpool and Benfica.
გავრცელებული ინფორმაციით, ურუგვაელი ფორვარდი ''ლივერპულთან'' ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს და მისი ანაზღაურება კვირაში 250 000 ევრო იქნება.
ცნობისთვის, გასულ სეზონში, ნუნიესმა „ბენფიკას“ მაისურით 41 შეხვედრა ჩაატარა და მის ანგარიშზე 34 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. „ლივერპულისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის" გარდა, 22 წლის ფეხბურთელის საკუთარ რიგებში ხილვით მადრიდის „ატლეტიკოც'' დაინტერესებული იყო.