ანტონიო რუდიგერი, მადრიდის რეალი, ფერლან მენდი
Aa
Aa

რეალი მენდის გაუშვებს? - რუდიგერის ტრანსფერი ბევრ რამეს ცვლის

ფერლან მენდი მადრიდის „რეალის“ ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენაა და მის გარეშე „ბლანკოსის“ დაცვის მარცხენა ფლანგი ფაქტობრივად წარმოუდგენელია. ფრანგი ფეხბურთელი „სამეფო კლუბის“ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელია, თუმცა შესაძლოა მას გუნდიდან წასვლა მოუწიოს.

ესპანური მედიის ინფორმაციით, მადრიდულმა გრანდმა შესაძლოა ფერლანი ტრანსფერზე დააყენოს. ამის მიზეზი კი გუნდში ანტონიო რუდიგერის მოსვლაა. კარლო ანჩელოტი ედერ მილიტაოს თამაშით კმაყოფილია და მის სათადარიგოთა სკამზე დასმას არ აპირებს.

ესპანეთში ვარაუდობენ, რომ „რეალის“ დაცვის ხაზში მომავალი სეზონიდან რუდიგერი და მილიტაო ითამაშებენ, ხოლო ისეთი კადრის სათადარიგოთა სკამზე დასმა, როგორიც დავიდ ალაბაა ფაქტობრივად წარმოუდგენელია. ავსტრიელი ფეხბურთელი მარცხენა მცველის პოზიციას მოირგებს. აქედან გამომდინარე, ფერლან მენდი რეზერვის ფეხბურთელად იქცევა.

სწორედ ამ ვარაუდების გამო AS ფიქრობს, რომ „რეალი“ მენდის გაუშვებს. ამის ერთ-ერთ მიზეზად კი მისი ტრავმებისკენ მიდრეკილებაც სახელდება. მადრიდულ გრანდში გადასვლიდან ფერლანმა ჯამში სხვადასხვა დაზიანებების გამო 269 დღე იუქმა.

მენდი „რეალში“

27 წლის უკანახაზელი „სამეფო კლუბს“ 2019 წელს „ლიონიდან“ შეუერთდა. 2019 წლიდან დღემდე, მენდიმ მადრიდის „რეალის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 105-ჯერ მოირგო, 5 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტებასი: ვაპირებთ არა მარტო უეფას, არამედ საფრანგეთის ხელისუფლებასაც ვუჩივლოთ
ტებასი: ვაპირებთ არა მარტო უეფას, არამედ საფრანგეთის ხელისუფლებასაც ვუჩივლოთ