შავი ლომი, თენგიზ ზამთარაძე, მირიან მოდებაძე
Aa
Aa

მოქმედი ჩემპიონი დამარცხებულია - შავი ლომი ფლეი-ოფში გავიდა

ქარი თასის პირველი დივიზიონის დასკვნით ტურში ქართულმა ''ფრენჩაიზმა'' ''შავმა ლომმა'' გასული სეზონის გათამაშების ჩემპიონი ''ლეოპარდსი'' 24:24 დაამარცხა. ''შავმა ლომმა'' მეტოქე ბონუსით დაამარცხა, პირველი დივიზიონის ფლეი-ოფში გავიდა, თუმცა მეტოქე ამ ეტაპზე გარკვეული არაა.

ქართველმა მორაგბეებმა ანგარიში მე-10 წუთზე გახსნეს, ლელო მირიან მოდებაძემ გაიტანა, თუმცა მატკავამ გარდასახვა არაზუსტად შეასრულა. 28-ე წუთზე ''შავმა ლომმა'' მეორე ლელო დადო, ამჯერად დემე თაფლაძემ გამოიჩინა თავი. 31-ე წუთზე ''ლოპარდსმა'' ლელო დადო, გარდასახვა ზუსტად შეასრულა. პირველი ტაიმი 7:10 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ''შავმა ლომმა'' მოლით გაიტანა, შეტევა თენგიზ ზამთარაძემ წარმატებით დაასრულა, მატკავას შესრულებული გარდასახვა ზუსტი იყო. 52-ე წუთზე ლელო დადო და გარდასახვა ზუსტად შეასრულა, ანგარიში 14:17 გახდა.

შეხვედრის დარჩენილ დროში თენგიზ ზამთარაძემ ლელო დადო, მატკავამ გარდასახვა ზუსტად შეასრულა - 14:24.

ფოტო: ''შავი ლომის'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნინიაშვილი ბარბაროსებში - მე-10 ქართველი ლეგენდარულ კლუბში
ნინიაშვილი ბარბაროსებში - მე-10 ქართველი ლეგენდარულ კლუბში