ოთარ კიტეიშვილი
Aa
Aa

''დაუვიწყარ ატმოსფეროს ველოდებით'' - კიტეიშვილი ბულგარეთთან მატჩზე

ერთა ლიგის გათამაშების მორიგ ტურში საქართველოს ნაკრები ''დინამო არენაზე'' ბულგარეთს უმასპინძლებს. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ვილი სანიოლთან ერთად ოთარ კიტეიშვილი იმყოფებოდა. ''შტურმის'' ქართველი კაპიტნის თქმით, ეროვნულ ნაკრებში ძალიან კარგი განწყობაა.

"გუნდში ძალიან კარგი განწყობაა, 1 კვირაში 3 მატჩი მოვიგეთ. გულშემატკივრების მხარდაჭერას ვგრძნობდით, ყოველთვის ჩვენს გვერდით იყვნენ. ეროვნულ გუნდში ძალიან პოზიტიური კონკურენციაა. მოუთმენლად ველით, ბულგარეთთან დაპირისპირებას. ჩვენი მიზანი გამარჯვებაა. ხვალინდელ მატჩში გამარჯვებით პირველი ადგილისკენ დიდ ნაბიჯს გადავდგამთ. ბულგარეთთან დაუვიწყარ ატმოსფეროს ველოდებით''.

კიტეიშვილმა გასულ სეზონზეც ისაუბრა. მას ტრავმის გამო სეზონის დიდი ნაწილი გაუცდა.

''დიდი პერიოდი გამიცდა, თითქმის 6 თვე არ მითამაშია. შემდეგ დაბრუნდი, თუმცა 1,5 თვე კვლავ ვერ ვითამაშე. ბოლო რვა თვის განმავლობაში 90 წუთით მოედანზე არ ვყოფილვარ. ვერ ვიტყვი, რომ სრული მატჩის ჩასატარებლად მზად ვარ, მაგრამ ყოველდღე ვვარჯიშობ, ვმუშაობ, რომ ფიზიკურად ბოლომდე მზად ვიყო.

ერთა ლიგის მიმდინარე ციკლის დაწყებამდე გიორგი ქვილითაიას მივწერე, რომ თუ შევიდოდი მოედანზე, გავიტანდი. გიბრალტარსა და ბულგარეთთან არ გამომივიდა, მაკედონიასთან კი გავიტანე და ხვალაც მივწერ". 

12 ივნისს, ბორის პაიჭაძის სახელობის ''დინამო არენა'' სრულად შეივსება. ერთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩს საქართველოსა და ბულგარეთს შორის 54 139 ადამიანი დაესწრება. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში საქართველოს ნაკრებმა საწყის სამ ტურში ქულათა მაქსიმუმი მოიპოვა, შინ გიბრალტარს სძლია (4:0), სტუმრად კი - ბულგარეთსა (2:5) და ჩრდილოეთ მაკედონიას (0:3).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
''მწვრთნელი არ უნდა ალაპარაკოს, რომ ვარჯიში ეზარება'' - გახოკიძე ჩაკვეტაძეზე
''მწვრთნელი არ უნდა ალაპარაკოს, რომ ვარჯიში ეზარება'' - გახოკიძე ჩაკვეტაძეზე