''ეს ნონსენსია'' - ვან გალმა გულიტის დისკრიმინაციულ შეფასებას უპასუხა
ნიდერლანდების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გალმა რუდ გულიტის მიერ გაკეთებულ კომენტართან დაკავშირებით ისაუბრა. გულიტი თვლის, რომ ნიდერლანდების ნაკრებში შავკანიან მწვრთნელებს მხოლოდ ასისტენტის პოზიციაზე ნიშნავენ და არა მთავარ მწვრთნელად. რუდის აზრით, მიზეზი კანის ფერია.
ამასთან დაკავშირებით ლუი ვან გაალმა განაცხადა:
''გაოცებული ვარ, რომ შეიძლება ამსტერდამში ან იტალიაში შენს სახლში იყო და ხედავდე რას აკეთებს და როგორ მუშაობს მწვრთნელი. ეს ნონსენსია. ჩემმა ასისტენტმა ედგად დავიდსმა ჩაატარა ე.წ. ''იტალიური მშრალი ვარჯიში'' (Italian dry training).
მე არ მინდა ჩავატარო ფიზიკური მომზადებისთვის საჭირო სავარჯიშო პროცესი. დავიდსი იტალიაში წლების განმავლობაში თამაშობდა, სადაც ამ ტიპის ვარჯიშებს ხშირად ასრულებენ. მას ამ ვარჯიშების ჩატარება ჩემზე გაცილებით უკეთ შეუძლია. სწორედ ამიტომ, ეს სამუშაო მან შეასრულა''.
შეგახსენებთ, რუდ გულიტმა ამ საკითხზე Helden Magazine-თან ინტერვიუში ისაუბრა.
„კარგია, რომ თქვენ ეს თემა წამოწიეთ (დევიდსის დანიშვნა). ყოველ ჯერზე ვხედავთ, რომ შავკანიან მოთამაშეებს მხოლოდ მწვრთნელის ასისტენტის თანამდებობაზე მუშაობის უფლება აქვთ. ჯოჯოხეთშიც წასულხართ!
რისი უფლება ჰქონდა პატრიკ კლუივერტს ნიდერლანდების ნაკრებში? ის მწვრთნელი იყო? წარმოდგენა არ მაქვს. ჰენკ ფრეიზერს მწვრთნელობის უფლება მისცეს? შეიძლება ერთხელ.
ვავარჯიშებდი, თუ არა ფეხბურთელებს, როცა დიკ ადვოკაატის შტაბში ვმუშაობდი? არა! მათ მითხრეს, რომ ფეხბურთელების გვერდით ვყოფილიყავი, მაგრამ მწვრთნელობის უფლება არასდროს მოუციათ.
ადვოკაატმა ნათლად მითხრა, რომ მას ჩემი გამოცდილება არ სჭირდებოდა. მაგრამ მე მაინც მისი მადლობელი ვარ იმისთვის, რომ ნაკრებში ვმუშაობდი. თუ მკითხავთ, კვლავ ვისურვებ თუ არა ამ სამუშაოს, მე ვიტყვი „არა, რა თქმა უნდა არა".
ჩვენ ვსაუბრობთ თანაბარ შესაძლებლობებზე ყველასთვის. როდესაც ეს შესაძლებლობები თავს იჩენს, მაშინვე ჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ: „კარგი, მაგრამ გარკვეული თვისებები უნდა გქონდეს''.
ვფიქრობ, ეს ძალიან ცუდია. თითქმის ისე ჟღერს, თითქოს თქვენ ამბობთ, რომ ჩვენ არ გვაქვს ეს თვისებები“