გიორგი ჩაკვეტაძე, გოგა გახოკიძე
Aa
Aa

''მწვრთნელი არ უნდა ალაპარაკოს, რომ ვარჯიში ეზარება'' - გახოკიძე ჩაკვეტაძეზე

ბელგიური ''გენტის'' ფეხბურთელის, გიორგი ჩაკვეტაძის აგენტმა გოგა გახოკიძემ გადაცემაში ''ტაიმაუტი'' ''ჩაკვეს'' შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, გიორგიმ საკუთარ თავზე ბევრი უნდა იმუშავოს და მწვრთნელს არ მისცემს იმის თქმის საფუძველი, რომ მონდომებას აკლებს. ასევე, გახოკიძემ აღნიშნა, რომ ჩაკვეტაძეს ''გენტში'' თამაში არ სურს, რადგან მთავარ მწვრთნელთან კარგი ურთიერთობა არ აქვს.

გოგა გახოკიძე ჩაკვეტაძის შესახებ:

''ჩაკვეტაძე ისეთ გუნდში უნდა გადავიდეს, სადაც მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ექნება. ახლა რომ ისეთ გუნდში გადავიდეს, სადაც თამაში არ მოუწევს, ფსიქოლოგიურად ძალიან გატყდება.

ყველამ ვიცით, როგორი ტრავმები გადაიტანა, რა დრო გაუცდა. მისთვის მნიშვნელოვანია თავდაჯერების დაბრუნება. ახლა ''ჰამბურგშიც'' ისე მოხდა, რომ თამაში არ წაუვიდა, მწვრთნელმა სხვა თვალით შეხედა, ეს ცოტა ძნელი გასაგებია. მან უფრო უნდა მოინდომოს, თავის თავზე ბევრი უნდა იმუშავოს, არც მწვრთნელი და არც გუნდი არ უნდა ალაპარაკოს, რომ მას ვარჯიში ეზარება. მსგავსი რამ არ უნდა იყოს. მას აქვს რესურსი, რომ მაღალ დონეზე ითამაშოს''.

შეგახსენებთ, გასული სეზონის მეორე ნახევარი ჩაკვეტაძემ მეორე ბუნდესლიგის ''ჰამბურგში'' გაატარა, თუმცა საუკეთესო ფორმაში ვერ შევიდა, მისი გამოსვლით ''ჰამბურგის'' მთავარი მწვრთნელი უკმაყოფილო იყო, მას მონდომებას უწუნებდა.

22 წლის ნახევარმცველმა ''ჰამბურგში'' 12 მატჩი ჩაატარა. მის აქტივში 1 გოლი და 1 საგოლე პასია.

ფოტო: Nakrebi.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვილი სანიოლი: ,,მთავარია, ჩემი გადაწყვეტილებები სამართლიანი იყოს
ვილი სანიოლი: ,,მთავარია, ჩემი გადაწყვეტილებები სამართლიანი იყოს"