ტაბიძე ბელგიაში დაბრუნდა - ორწლიანი კონტრაქტი და 3-ნომრიანი მაისური
ბელგიის უმაღლესი ლიგის კლუბ ''კორტრაიკის'' შემადგენლობაში ჯიმი ტაბიძე ჩაირიცხა. ინფორმაცია ბელგიური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა. მხარეებს შორის ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა, ჯიმი ''კორტრაიკში'' 3-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
???????????????????????? ????
— KV Kortrijk (@kvkofficieel) June 11, 2022
Net voor de start van de trainingen, kan KVK al zijn vierde transfer aankondigen. ????
Na Vandenberghe, Challouk en De Neve maakt nu ook Jimmy Tabidze de overstap naar het Guldensporenstadion. ????????
Lees alles hier ⤵️https://t.co/QRDh6M8VPO#HetBegintHier ????⚪️ pic.twitter.com/bfstiislxe
ბელგიურ კლუბში გადასვლის შემდეგ ტაბიძემ Instagram-ში დაწერა:
''ბედნიერი ვარ ''კორტრაიკთან'' გაფორმებული კონტრაქტით. 1 წელი ფეხბურთის გარეშე ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი უმძიმესი პერიოდი იყო, მაგრამ ყველაფერი ცუდი წარსულში დარჩა. ფეხბურთი ძალიან მენატრება, ახლა ახალი გამოწვევის დროა. ასევე, დიდი მადლობა ''უფას'', კლუბს რუსეთის პრემიერ ლიგაში მაქსიმალურად მალე დაბრუნებას ვუსურვებ''.
2015-17 წლებში ჯიმი ტაბიძე ''გენტის'' შემადგენლობაში ირიცხებოდა, თუმცა პირველ გუნდში არ უთამაშია და შემდეგ კარიერა რუსულ კლუბს, ''ურალს'' დაუკავშირა, სადაც მხოლოდ ნახევარი სეზონი გაატარა. 2017-22 წლებში ''უფას'' ფეხბურთელი იყო.
გასულ სეზონში ჯიმი ტაბიძემ რუსული ''უფა'' დატოვა და ახალ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. კლუბის დატოვებისას ფეხბურთელმა Instagram-ში დაწერა:
„დამშვიდობების დრო მოვიდა. ეს 5 წელი, რომელიც თქვენთან ერთად გავატარე, ჩემს კარიერაში საუკეთესო იყო. ყოველთვის ვცდილობდი, რომ 100 პროცენტით დავხარჯულიყავი, რათა გუნდს წარმატებისთვის მიეღწია. მინდა, ფეხბურთელებს, კლუბის პერსონალსა და გულშემატკივრებს, რომლებისგანაც მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობდი, მადლობა გადავუხადო. მომენატრებით და გიქომაგებთ.“