სალაჰი: მსურს მსოფლიოში საუკეთესოდ დამასახელონ
მოჰამედ სალაჰმა განაცხადა, რომ ოქროს ბურთის მოგების სურვილი აქვს.
„მე ამას არ უარვყოფ, მსურს მაღიარონ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად. და ოქროს ბურთი ჩემი ერთ-ერთი პირველი სამიზნეა. თუ მოვიგებ, შემდეგისთვის ვიბრძოლებ. ეს შიმშილი შიგნიდან მოდის, არც მწვრთნელი მჭირდება და არც ვინმე, რომ დავიკმაყოფილო.
დიახ, მართალია, რომ 2021 წელს შედეგების გამოცხადებისას (მე-7 ადგილი) შოკში ვიყავი.
წელს კი რეალთან ფინალში წაგება ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში ნამდვილად მინუსია. მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვითამაშე, მაგრამ ეს არ უარყოფს ყველაფერს, რასაც ამ თვეებში მივაღწიე. დაველოდოთ რა გადაწყდება ხმის მიცემისას.
და თუ 2022 წელს ოქროს ბურთს ვერ მოვიგებ, მომავალ წელს ყველაფერს გავაკეთებ, რომ მოვიგო.
ეგვიპტელისთვის მიცემული ასეთი ჯილდო მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს როგორც ახლო აღმოსავლეთზე, ასევე აფრიკაზე. ასობით მილიონი ადამიანი ამ ქვეყნებში მიხვდება, რომ მათ შეუძლიათ გააკეთონ ყველაზე არაჩვეულებრივი რამ.
იმიტომ, რომ მე, წარმოშობით ეგვიპტის სოფლიდან, მივაღწიე წარმატებას. წარმომიდგენია ჩემი თანამემამულეების რეაქცია, თუ ეგვიპტეში ოქროს ბურთით ჩავალ“,
- განაცხადა სალაჰმა France Football-თან ინტერვიუში.