რეალი, მონაკო
Aa
Aa

ოფიციალურად - ჩუამენი რეალის ფეხბურთელია

კიდევ ერთი დიდი საგა დასრულდა. მადრიდის „რეალმა“ აურელიენ ჩუამენის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. ახალგაზრდა ფრანგი მომავალი 6 წლის განმავლობაში „ბლანკოსის“ ღირსებას დაიცავს.

გავრცელებული ინფორმაციით, ფლორენტინო პერესმა ჩუამენის სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო გადაიხადა. ამას დამატებული 20 მილიონი ბონუსის სახით. ჯამში კი ამომავალი ვარსკვლავი „ბლანკოსს“ 100 მილიონი ევრო დაუჯდა.

შეგახსენებთ, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკება დიდი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა. აურელიენის შეძენას „პარი სენ ჟერმენიც“ ცდილობდა და „მონაკოს“ უფრო მეტსაც უხდიდა. მეტიც, მოლაპარაკებაში კილიან მბაპეც იყო ჩართული, მაგრამ ჩუამენის მხოლოდ „რეალში“ სურდა თამაში და საბოლოოდ ასეც მოხდა.

ჩუამენი „მონაკოში“

22 წლის ნახევარმცველი „მონაკოს“ 2020 წელს „ბორდოდან“ შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში ჩუამენიმ „მონაკოს“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 95-ჯერ მოირგო, 8 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სად გაქრა არსენალის იაპონელი ამომავალი ვარსკვლავი, რომელსაც ახალ მესის უწოდებდნენ?
სად გაქრა არსენალის იაპონელი ამომავალი ვარსკვლავი, რომელსაც ახალ მესის უწოდებდნენ?