დავით ნინიაშვილი
Aa
Aa

ნინიაშვილი ბარბაროსებში - მე-10 ქართველი ლეგენდარულ კლუბში

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი, დავით ნინიაშვილი მე-10 ქართველი იქნება, რომელიც ლეგენდარული ბრიტანული კლუბის „ბარბაროსების” წევრი გახდება.

აღსანიშნავია, რომ „ბარბაროსები“ 19 ივნისს ინგლისის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

რამდენიმე დღის წინ, დავით ნინიაშვილისა და ბექა საღინაძის „ლიონმა“ ჩელენჯ თასის ფინალურ შეხვედრაში „ტულონი“ დაამარცხა. „ლიონმა“ გადამწყვეტი შეხვედრა უმაღლეს დონეზე ჩაატარა და მეტოქეს 30:12 სძლია.

დავით ნინიაშვილმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და შესანიშნავად იასპარეზა. ქართველმა მორაგბემ მეტოქეს სერიოზული პრობლემები შეუქმნა და ლელოც დადო, თუმცა ვიდეორეფერის გამოყენების შემდეგ, მსაჯმა მისი გაუქმება გადაწყვიტა.

ბოლოს გეტყვით, რომ ნინიაშვილამდე 9 ქართველი მორაგბე იყო, რომლებმაც „ბარბაროსების“ რიგებში ითამაშებს - დავით ქუბრიაშვილი, დავით კაჭარავა, გოდერძი შველიძე. მამუკა გორგოძე, გიორგი ხარაიშვილი, დავით ზირაქაშვილი, კოტე მიქაუტაძე, მიხეილ ნარიაშვილი და ანტონ ფეიქრიშვილი.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ზანთარაია: „სამარცხვინო პოზიცია, თუ რუსებს დაუშვებენ, ჩვენ არ გამოვალთ
ზანთარაია: „სამარცხვინო პოზიცია, თუ რუსებს დაუშვებენ, ჩვენ არ გამოვალთ"