ოლივერ ბირჰოფი
Aa
Aa

ბირჰოფი: მიუღებელია ის, თუ როგორ ეპყრობიან კატარში LGBTQ ადამიანებს

გერმანიის ნაკრების მენეჯერი უკმაყოფილოა კატარში ლგბტ ადამიანების მიმართ დამოკიდებულებით და ამის შესახებ თავის აზრს აჟღერებს:

„კატარში ჰომოსექსუალებისადმი დამოკიდებულება აბსოლუტურად მიუღებელია. ეს სრულიად შეუსაბამოა ჩემს რწმენასთან.

რა კრიტერიუმებით ირჩევს ფიფა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელს? ტურნირის მასპინძლობის უფლება არის ყველაზე ძლიერი იარაღი აუცილებელი ცვლილებებისკენ.

მაგრამ ეს ცვლილებები მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლის არჩევამდე უნდა მოხდეს და არა მას შემდეგ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ აღარ გვექნება ბერკეტები. შერჩევის კრიტერიუმები მჭიდროდ უნდა იყოს დაკავშირებული ადამიანის უფლებათა საკითხებთან“,

- განაცხადა ოლივერ ბირჰოფმა.

მეტი ამ თემაზე

როგორც ცნობილია, გენერალ-მაიორმა აბდულაზიზ აბდულა ალ-ანსარიმ განაცხადა, რომ შესაძლოა გულშემატკივრებს შესაძლოა LGBTQ დროშები ჩამოართვან.

„თუ გულშემატკივარი ცისარტყელას დროშას აღმართავს და მე წავართმევ, ამას იმიტომ კი არ გავაკეთებ, რომ მის შეურაცხყოფას ვაპირებ, არამედ მისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მე რომ ეს არ გავაკეთო, შეიძლება მას სხვა  თავს დაესხას... ტრიბუნაზე ყველა გულშემატკივრის ქცევაზე გარანტიას ვერ მოგცემთ. და მე ვეტყვი ამ გულშემატკივარს: „გთხოვ, არ ააფრიალო ეს დროშა".

თუ გსურთ გამოხატოთ აზრი (LGBTQ) სიტუაციის შესახებ, გააკეთეთ ეს საზოგადოებაში, სადაც ასეთი ქცევა მისაღებია. ჩვენ გვესმის, რომ ამ ადამიანმა იყიდა ბილეთი, მოვიდა აქ თამაშის საყურებლად და არა პოლიტიკური ჟესტის გასაკეთებლად ან რაც მისთვის მისაღებია. უყურე ფეხბურთს. ეს კარგია, მაგრამ არ არის საჭირო ამის გამო მისვლა და მთელი საზოგადოების შეურაცხყოფა“.

ამ პოზიციის გამო კატარს დიდი კრიტიკა ხვდა წილად. რამდენიმე ადგილობრივმა სასტუმრომ LGBTQ თემის წარმომადგენლების მიღებაზე საერთოდ უარი განაცხადა. ვინც ასე მოიქცევა, დიდი ალბათობით ფინანსურ სანქციებს მიიღებენ.

საბოლოოდ გადაწყვეტილი ჯერაც არ არის, თუ რა შეიძლება მოხდეს ამ მხრივ კატარში, სადაც მსოფლიო ჩემპიონატი 21 ნოემბერს დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
"იტალია, მზად ხარ ამ მხეცისთვის?" - ევროპელი ქომაგები ხვიჩას მორიგ გოლზე