სიტყვიერი შეთანხმება შედგა - რენატოს მილანამდე ერთი ნაბიჯი აშორებს
„მილანმა“ სერია ა მოიგო და რა თქმა უნდა, მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს. უკვე ცნობილია, რომ გუნდს კესი დატოვებს, ხოლო ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ოპერაცია გაიკეთა და 8 თვე იუქმებს.
აქედან გამომდინარე, „როსონერის“ გაძლიერება სჭირდება. რამდენიმე კვირის წინ, მალდინიმ განაცხადა, რომ გუნდში სამი ფეხბურთელის მოყვანას აპირებს. ერთ-ერთი კი რენატო სანჩესია. დღეს, ცნობილი სპორტული ჟურნალისტი და გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი ფაბრიციო რომანო ამ საკითხთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
რომანოს თქმით, „მილანსა“ და ფეხბურთელს შორის სიტყვიერი შეთანხმების შემდეგ, „როსონერი“ „ლილთან“ ტრანსფერი საბოლოო დასრულებაზე მუშაობს. მალდინისთვის პორტუგალიელი ნახევარმცველი პრიორიტეტულია.
After verbal agreement reached on personal terms with Renato Sanches, AC Milan are still working to reach full agreement with Lille for the Portuguese midfielder. Maldini wants him as priority signing ???????????? #ACMilan
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) June 11, 2022
AC Milan have a five-year deal ready for Sanches since January.
ასევე გეტყვით, მალდინის სანჩესის გარდა გუნდში ბრემერის და ძანიოლოს ხილვა სურს. ნიკოლო იტალიაში ერთ-ერთ საუკეთესო ტალანტად ითვლება. მიუხედავად იმისა, რომ მან ოპერაცია გაიკეთა და დიდი ხანი გაუცდა, გასულ სეზონში საკმაოდ ეფექტური იყო და კონფერენს ლიგის ფინალში გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა. „ტორინოს“ მცველი ბრემერი, გასული სეზონის საუკეთესო მცველად დასახელდა. „მილანის“ გარდა მისით „ინტერი“ და „პარი სენ ჟერმენი“ ინტერესდებიან.