სადიო მანე, იულიან ნაგელსმანი
Aa
Aa

მანე ნაგელსმანს ესაუბრა - სადიოს მხოლოდ ბაიერნში უნდა

სადიო მანე ნელ-ნელა „ბაიერნს“ სულ უფრო უახლოვდება. მოლაპარაკებები პოზიტიურად მიმდინარეობს.

გერმანელი ჟურნალისტი ფლორიენ პლეტენბერგი წერს, რომ „ლივერპულის“ გარემარბი „რეკორდმაისტერის“ თავკაცს იულიან ნაგელსმანს ტელეფონით ესაუბრა და მას გარკვევით აუხსნა, რომ მას მხოლოდ „ბაიერნში“ გადასვლა სურს.

კლუბის ხელმძღვანელებს ძალიან მოსწონთ 30 წლის ნახევარმცველში ქედმაღლობის ნაკლებობა და მისი თავმდაბალი ხასიათი. მას მოედანზე რომელიმე პოზიციაზე თამაშის მოთხოვნა არ დაუყენებია და გუნდში ნებისმიერი როლისთვის მზადაა.

„ბაიერნი“ იმედოვნებს, რომ მანე გახდება მნიშვნელოვანი ფიგურა გასახდელში, სერჟ გნაბრი და ლეროი სანე მის გვერდით თამაშის შედეგად განვითარების ახალ საფეხურზე ავლენ.

ასევე ცნობილია, რომ „ლივერპული“ მანეს გაყიდვიდან მიღებული თანხის გამოყენებას „ბენფიკას“ თავდამსხმელის დარვინ ნუნესის შესაძენად გეგმავს. როგორც კი სადიოს „ბაიერნში" ტრანსფერი დასრულდება, ინგლისური კლუბი 22 წლის თავდამსხმელზე ოფიციალურ შეთავაზებას გააკეთებს.

ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი აღნიშნავს, რომ მანეს „ბაიერნში“ გადასვლის ალბათობა ამ მომენტისთვის საკმაოდ მაღალია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბულგარეთის ნაკრები თბილისში მძიმე ავარიაში მოყვა - დაშავებულია ფეხბურთელი
ბულგარეთის ნაკრები თბილისში მძიმე ავარიაში მოყვა - დაშავებულია ფეხბურთელი