გოლდენ სტეიტ უორიორსი, ბოსტონ სელტიკსი
Aa
Aa

შეუჩერებელი სტეფი - გოლდენმა ბოსტონი დაამარცხა - ანგარიში გათანაბრდა

გამთენიისას NBA-ს სუპერფინალების მე-4 შეხვედრა გაიმართა. „ბოსტონმა“ „გოლდენ სტეიტს“ უმასპინძლა და 97:107 დამარცხდა. სტივ კერის გუნდმა სერიაში ანგარიში გაათანაბრა და მოედნის უპირატესობა დაიბრუნა.

დიდ შესვენებამდე გასვლის წინ, „ბოსტონი“ შეხვედრას 5 ქულით იგებდა და მათთვის საგანგაშოც არაფერი ხდებოდა, თუმცა მეორე ნახევრიდან „გოლდენმა“ დაიწყო.

30:24 და 28:19 - კარიმ და კომპანიამ „სელტიკსს“ შანსი არ დაუტოვეს.

შეხვედრის ცალსახა MVP „ოქროს ბიჭუნა“ იყო, რომელმაც 40 ქულა, 10 მოხსნა და 4 გადაცემა გაიფორმა.

კლეი ტომპსონს 18 ქულა ჰქონდა. ენდრიუ უიგინსს ორმაგი დუბლი - 17 ქულა, 16 მოხსნა.

„ბოსტონის“ რიგებში ჯეისტონ ტეიტუმი გამოირჩა - 23 ქულა, 11 მოხსნა, 6 გადაცემა. ჯეილენ ბრაუნს 21 ქულა ჰქონდა. მარკუს სმარტს 18.

ამრიგად, ოქროს შტატელებმა ანგარიში გაათანაბრეს და ახლა მომდვნო შეხვედრას საკუთარ კედლებში ჩაატარებენ, გამარჯვების შემთხვევაში მინიმუმ Game 7-ის შინ თამაში გარანტირებული ექნებათ.


მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ბულგარეთის ნაკრები თბილისში მძიმე ავარიაში მოყვა - დაშავებულია ფეხბურთელი
ბულგარეთის ნაკრები თბილისში მძიმე ავარიაში მოყვა - დაშავებულია ფეხბურთელი