შენგელიას ბრწყინვალე მატჩი ფინალურ სერიაში - 22 ქულა და შეხვედრის MVP
თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ იტალიის LEGA A-ს ფინალურ სერიაში პირველი გამარჯვება იზეიმა. საკუთარ კედლებში წაგებული პირველი შეხვედრის შემდეგ, ბოლონიელებმა რეაბილიტაცია მოახდინეს და „ოლიმპია მილანოს“ 75:68 სძლიეს.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა „ვირტუს ბოლონიას“ წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. თოკომ პარკეტზე 31 წუთი გაატარა და ორივე გუნდში საუკეთესო იყო. შენგელიამ 22 ქულა, 7 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 3 დაფარება დააგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 14-დან 9 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამიანი გამოიყენა და 1 საჯარიმო მიითვალა.
თორნიკეს სარგებლიანობის კოეფიციენტი 24 გახლდათ, რაც შეხვედრის MVP-ის სტატუსის დასამკვიდრებლად საკმარისი აღმოჩნდა. გარდა ამისა, „ვირტუს ბოლონიამ“ გადამწყვეტ უპირატესობას სწორედ შენგელიას წყალობით მიაღწია. შეხვედრის დასრულებამდე 2 წუთით ადრე, ანგარიში 69:63 გახლდათ, რა დროსაც, თოკომ ზედიზედ 4 ქულა აიღო და საკუთარ გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.
???? Milos Teodosic’ten, Tornike Shengelia’ya harika bir asist geldi! pic.twitter.com/4GNPkPknbF
— Euroleague Time (@euroleaguetime1) June 10, 2022
???? Milos Teodosic’ten, Tornike Shengelia’ya bir asist daha geldi! pic.twitter.com/5chGjOYUhs
— Euroleague Time (@euroleaguetime1) June 10, 2022
ამრიგად, სერიაში ანგარიში 1:1-ია და მომდევნო შეხვედრა „ოლიმპია მილანოს“ საშინაო კედლებში გაიმართება. ფინალური სერიის მე-3 მატჩი 12 ივნისს, თბილისის დროით, 22:30-ზე დაიწყება.