ლერი ხაბელოვმა ბატუტზე მხტომელებს უმასპინძლა
საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა საქართველოს ბატუტზე მხტომელებს, აკრობატებს, მწვრთნელებს და ტანვარჯიშის ფედერაციის ხელმძღვანელებს უმასპინძლა.
ჩვენმა ბატუტზე მხტომელებმა და აკრობატებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიულ შედეგს მიაღწიეს და სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში 18 სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვეს.
ლერი ხაბელოვმა ჩვენს სპორტსმენებს ეს მნიშვნელოვანი წარმატება მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს არის მრავალწლიანი მიზანმიმართული ერთობლივი მუშაობის შედეგი.
სეოკ-ის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ტანვარჯიშული სახეობების წარმომადგენლები კიდევ უფრო დაწინაურდებიან საერთაშორისო სარბიელზე და პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველ მონაწილეთა შორისაც იქნებიან.