ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ნამდვილი ფენომენია“ - იტალიელი ჟურნალისტები ხვიჩაზე

ჩრდილოეთ მაკედონიისა და საქართველოს ნაკრებების მატჩის შემდეგ, იტალიელი ჟურნალისტები ხვიჩა კვარაცხელიაზე აქტიურად საუბრობენ. ამჯერად, „კვარაზე“ ვალტერ დე მაჯიომ და ბრუნო ლონგიმ ილაპარაკეს და ქართველი ფეხბურთელი შეაქეს.

ლონგი (ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი): „რას ვფიქრობ ხვიჩაზე? მას ძალიან კარგად ვიცნობ და მისი თამაში, როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე მინახავს. გარწმუნებთ, რომ ვსაუბრობთ ძალიან მნიშვნელოვან ფეხბურთელზე, რომელიც სერია A-ში შესანიშნავად იასპარეზებს. მას გარკვეული დრო დასჭირდება, რათა იტალიასთან ადაპტაცია გაიაროს, მაგრამ იგი აუცილებლად შეგვიყვარდება. მას შესანიშნავი ტექნიკური უნარები და ძლიერი და ზუსტი დარტყმა აქვს. რატომ გადაიხადა ნაპოლიმ მის სანაცვლოდ მხოლოდ 10 მილიონი? იმიტომ, რომ კრისტიანო ჯუნტოლიმ სხვა კლუბების შეტევები დაბლოკა და პარტენოპეის სპორტულ დირექტორს ეს წარმატება უნდა მივულოცოთ“.

დე მაჯიო (ნაპოლის ოფიციალური რადიოს დირექტორი): „მნიშვნელოვანია, რომ ქომაგებმა სიმშვიდე შეინარჩუნონ. ნაპოლის სატრანსფერო პოლიტიკა აშკარაა და კლუბი თავის იდეებს მიჰყვება. კვარაცხელია ნამდვილი ფენომენია, ოლივერა კი - ძლიერი ფეხბურთელი. ისინი ინსინიესა და გულამს ღირსეულად შეცვლიან“.

ცნობისთვის, „ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა დაადასტურა, რომ ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია კარიერას „პარტენოპეის“ რიგებში გააგრძელებს. Corriere dello Sport-ის ცნობით, „კვარას“ შეძენა დაახლოებით 10 მილიონი ევრო დაჯდება, რასაც 1 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსები დაემატება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნახეთ, რა სილამაზე შექმნა?
„ნახეთ, რა სილამაზე შექმნა?" - Business-Gazeta.ru ხვიჩაზე წერს