ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„იტალიაში თავიდან ყველაფერი ძნელია” - ნაპოლის ყოფილი ფეხბურთელი ხვიჩაზე

„ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა და საფეხბურთო აგენტმა, ვინჩენცო ტოსტომ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. ტოსტო „პარტენოპეის“ ოფიციალურ რადიოში სტუმრად იმყოფებოდა და განაცხადა, რომ „კვარას“ ადაპტაციისთვის დრო დასჭირდება.

„მის თამაშთან დაკავშირებით, მცირე ეჭვები უნდა გვქონდეს, რადგან იტალიის სერია A ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ჩემპიონატია. იტალიაში, განსაკუთრებით საწყისი თვეების განმავლობაში, ყველაფერი ძალიან ძნელია. ეს არაა მოვლენა, რომელშიც 100 პროცენტით დარწმუნებული ვიქნებით, მაგრამ მას ადაპტაციისთვის დრო აუცილებლად უნდა მივცეთ“.

საინტერესოა, რომ დღეს, ხვიჩაზე La Gazzetta dello Sport-ის ჟურნალისტმა, მიმო მალფიტანომაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველ ფეხბურთელს წარმატების მიღწევის კარგი შანსი აქვს. მისი თქმით, თუ ყველაფერი, რასაც „ნაპოლის“ ქომაგები ვიდეოებში ხედავენ, რეალობაა, სერია A-ში გატარებული ერთი წლის შემდეგ, კვარაცხელია ინსინიეზე ძლიერი ფეხბურთელი იქნება.

ცნობისთვის, „ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა დაადასტურა, რომ ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია კარიერას „პარტენოპეის“ რიგებში გააგრძელებს. Corriere dello Sport-ის ცნობით, „კვარას“ შეძენა დაახლოებით 10 მილიონი ევრო დაჯდება, რასაც 1 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსები დაემატება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბუდუ ზივზივაძე: ველოდებით, რომ დინამო არენა გაივსება და ჯგუფში მე-4 გამარჯვებას მოვიპოვებთ
ბუდუ ზივზივაძე: ველოდებით, რომ დინამო არენა გაივსება და ჯგუფში მე-4 გამარჯვებას მოვიპოვებთ