რობერტ ლევანდოვსკი
Aa
Aa

ზარი ბარსასთან - ტებასის სიტყვებმა ლევანდოვსკი დააბნია

ლა ლიგის პრეზიდენტის ხავიერ ტებასის სიტყვებმა რობერტ ლევანდოვსკი დააეჭვა, რომ ბარსელონაში გადასვლა ღირს თუ არა.

ცოტა ხნის წინ ხავიერ ტებასმა თქვა, რომ ამ ვითარებაში „ბარსა“ ლევანდოვსკის ფიზიკურად ვერ შეიძენდა. კატალონიელებმა ფეხბურთელები უნდა გაყიდონ და ეკონომიკურად რამდენიმე ხელშეკრულება უნდა გააფორმონ, რომ ფეარ პლეის წესები დააკმაყოფილონ და სახელფასო ბიუჯეტი გაზარდონ.

Mundo Deportivo-ს ცნობით, ტებასის ამ სიტყვების შემდეგ, ლევანდოვსკის და მის აგენტს პინი ზაჰავის „ბარსელონაში" გადასვლის აუცილებლობაში უკვე ეჭვი ეპარებათ. ამ სიტყვებმა რობერტის გარემოცვაში გაურკვევლობა გამოიწვია.

შედეგად, ზაჰავიმ ლაპორტას დაურეკა, რომ ლა ლიგის ხელმძღვანელის განცხადებებთან დაკავშირებით კითხვები დაესვა და ახსნა-განმარტება მიეღო.

ლაპორტა ზაჰავის ესაუბრა და მისი დამშვიდება შეძლო. პოლონელის აგენტი სიტუაციაში გაარკვია და შემდეგ ტებასი საჯაროდ გააკრიტიკა. მისი თქმით, კლუბის შიდა სამზარეულოში ჩარევა არასწორი ქმედება იყო. გააზრებულად, თუ გაუაზრებლად მან „ბლაუგრანას“ ზიანი მიაყენა.

მოსალოდნელია, რომ ლევანდოვსკის ტრანსფერს ფრენკი დე იონგი შეეწირება. „ბარსა“ ნიდერლანდელის გაყიდვის შემთხვევაში პოლონელის გაფორმებასა და დარეგისტრირებას მოახერხებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანშლაგი დინამო არენაზე: საქართველო - ბულგარეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
ანშლაგი დინამო არენაზე: საქართველო - ბულგარეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია