ბუდუ ზივზივაძე
Aa
Aa

14 გოლი 15 შეხვედრაში - ზივზივაძის ბრწყინვალე სტატისტიკა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა ბუზუ ზივზივაძემ მიმდინარე წელს მორიგი გოლი ჩრდილოეთ მაკედონიას გაუტანა. უშუალო კონკურენტთან შეხვედრაში გიორგი წიტაიშვილის გადაცემით ანგარიში გახსნა, შემდეგ კი კვარაცხელიამ და კიტეიშვილმა გაიტანეს.

გთავაზობთ, ბუდუ ზივზივაძის 2022 წლის გოლების სტატისტიკას. მოთამაშემ ''უიპეშტისა'' და ეროვნული ნაკრების მაისურით თითქმის ყველა შეხვედრაში შეაგდო.

უნგრეთის ჩემპიონატში 12 მატჩი ჩაატარა (ყველა სასტარტოში), მის აქტივში 11 გოლი და 2 საგოლე პასია. უნგრეთის თასზე ორ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 1/4-ფინალში მხოლოდ 8 წუთი ითამაშა, ნახევარფინალში კი - 90 წუთი. 

რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს, მიმდინარე წელს სასტარტოში სამჯერ ითამაშა და სამივე შეხვედრაში გოლი შეაგდო (ამხანაგურში ბოსნიას გაუტანა, ერთა ლიგაზე ბულგარეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიას). საერთო ჯამში, 2022 წელს ეროვნულ ნაკრებში 4 შეხხვედრა ჩაატარა, თუმცა ალბანეთთან ამხანაგურ თამაშში 83-ე წუთზე ჩაერთო შეხვედრაში.

საერთო ჯამში, საკლუბო და სანაკრებო შეხვედრების ჩათვლით, თუ მხოლოდ სასტარტოში ჩატარებულ მატჩებს ჩავთვლით, 15 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ერთა ლიგის შეხვედრების დაწყებამდე ბუდუ ზივზივაძემ CrystalSport-ის პროექტ ''დიმას თემაში'' ვილი სანიოლის შესახებ ვრცლად ისაუბრა.

''სანიოლი ძალიან მეგობრულია, იუმორის გრძნობა აქვს. როცა მსუბუქი ვარჯიშია, ფეხბურთელებს ხშირად გვეხუმრება, რაც ურთიერთობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის ბარიერი უნდა იყოს, თუმცა არა ისეთი, რომ კითხვის დასმა ვერ გაბედო. არიან მწვრთნელები, რომლებიც ფეხბურთელებს ახლოს არ უშვებენ. გუნდის ატმოსფეროსთვის მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელსა და მწვრთნელს ურთიერთობა ჰქონდეთ, აზრები გაცვალონ. შესაძლოა, მწვრთნელი ხედავდეს გარედან, მაგრამ მოთამაშე უფრო გრძნობს, რა ჯობია გუნდისთვის. თეორიულ გაკვეთილზე ფეხბურთელებს აზრს გვეკითხება, რა ჯობია, როგორ ჯობია და ასე შემდეგ''.

ფოტო: Nakrebi.ge

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ბუდუ ზივზივაძე: ველოდებით, რომ დინამო არენა გაივსება და ჯგუფში მე-4 გამარჯვებას მოვიპოვებთ
ბუდუ ზივზივაძე: ველოდებით, რომ დინამო არენა გაივსება და ჯგუფში მე-4 გამარჯვებას მოვიპოვებთ