რისტოვსკი: საქართველო უკეთესი იყო და მათ უნდა მივულოცოთ
ჩრდ. მაკედონიის ნაკრების 24 წლის ფორვარდმა მილან რისტოვსკიმ მატჩის შემდეგ პრესასთან ისაუბრა და საქართველოს ნაკრებს გამარჯვება მიულოცა:
„იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად მოვემზადეთ და გვჯეროდა ამ მატჩში წარმატების, იმედგაცრუებულები ვართ. მაგრამ ხანდახან ფეხბურთი ასეთია, რომ არ ვთქვა სასტიკი. ყოველთვის ისე არ გამოდის, როგორც თქვენ წარმოგიდგენიათ. საქართველო უკეთესი იყო და მათ უნდა მივულოცოთ.
სამწუხაროდ, ახლა იმედი უნდა ვიქონიოთ და მათემატიკა გამოვიყენოთ. ჩვენ არ გვინდოდა, რომ ამ სიტუაციაში ვყოფილიყავით, მაგრამ სამწუხაროდ ასეა და ახლა მეტოქის სტუმრად დამარცხება მოგვიწევს, თუ გვინდა რომ პირველი ადგილისთვის ვიბრძოლოთ“.
- აღნიშნა რისტოვსკიმ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ჯგუფში 9 ქულა აქვს და ერთპიროვნული ლიდერია. ჩრდ. მაკედონიას ვილი სანიოლის გუნდი 5 ქულით უსწრებს. დარჩენილ 3 ტურში „ჯვაროსნები“ ორ შეხვედრას შინ (ბულგარეთი და ჩრდ. მაკედონია), ხოლო ერთს სტუმრად (გიბრალტარი) გამართავენ.