ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„მორიგი შოუ და მორიგი მაგია" - იტალიური პრესა ხვიჩას თამაშს გამოეხმაურა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იზეიმა და ჩრდილოეთ მაკედონიას 3:0 სძლია. ვილი სანიოლის გუნდის მხრიდან ოთარ კიტეიშვილი, ბუდუ ზივზივაძე და ხვიჩა კვარაცხელია გამოირჩნენ. ამ უკანასკნელმა ულამაზესი გოლი შეაგდო და მისი შედევრი იტალიურ პრესას უყურადღებოდ არ დაუტოვებია.

Tuttonapoli: „მორიგი შეხვედრა, მორიგი გოლი და მორიგი მაგია. ხვიჩა კვარაცხელია არ ჩერდება. ნაპოლის ახალმა შენაძენმა ჩრდილოეთ მაკედონიასაც გაუტანა. 2001 წელს დაბადებულმა ფეხბურთელმა ანგარიში 2:0 გახადა და საჯარიმოს გარედან გატანილი გოლით ინგლისელი კომენტატორიც აღაფრთოვანა: „ნაპოლიმ ფენომენი გაიფორმა, ის ძალიან ძლიერი ფეხბურთელია. ლურჯების ახალწვეულის შესანიშნავი დარტყმა“.

Corriere dello sport: „კვარაცხელიას შოუ და მორიგი მაგია საქართველოს ნაკრებში. საქართველომ ელმასის ჩრდილოეთ მაკედონია 3:0 დაამარცხა და ერთ-ერთი გოლი ნაპოლის ახალწვეულის, ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზეა. მან მეტოქის კარი საჯარიმოს გარედან, მარჯვენა ფეხით განხორციელებული ლამაზი და ძლიერი დარტყმით აიღო“.

Areanapoli: „კვარაცხელიას მორიგი სუპერ გოლი. ხვიჩა აღარ ჩერდება და ამჯერად, თავი ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამოიჩინა. მან ანგარიში 2:0 გახადა და ინგლისელი კომენტატორი აღაფრთოვანა. შესაძლოა, კვარაცხელია სერია A-ს მომდევნო სეზონის ერთ-ერთი აღმოჩენა იყოს. ნაპოლის დიდი მიზნები აქვს და არის შანსი, ხვიჩა ლორენცო ინსინიეს სრულფასოვანი შემცვლელი გახდეს“.

Ilnapolista: „კვარაცხელიამ ისევ გაიტანა და თან რა გოლი გაიტანა! მას მატჩიდან მატჩამდე ულამაზესი ბურთები გააქვს. ნაპოლის ახალწვეული კვლავინდებურად მთავარი პროტაგონისტი იყო და საქართველოს ნაკრებს ჩრდილოეთ მაკედონიასთან ულიდერა. ნეაპოლში უკვე ვეღარ ვითმენთ და ერთი სული გვაქვს, ფეხბურთელის თამაშს, რომელიც ჩვენს გულებს უკვე ათბობს, როდის ვიხილავთ. იგი კავკასიელი ჯიჯი მერონია“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას ბულგარეთთან გამართავს, რომელმაც მე-3 ტურში, გიბრალტარს ვერ მოუგო და ქულას დასჯერდა.

ფოტო: nakrebi.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მილევსკი: ქართველები უკეთეს ფიზიკურ კონდიციებში იყვნენ, მოგება დაიმსახურეს
მილევსკი: ქართველები უკეთეს ფიზიკურ კონდიციებში იყვნენ, მოგება დაიმსახურეს