მოჰამედ სალაჰი, ფილ ფოდენი
Aa
Aa

სალაჰი პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელია - ფოდენი - საუკეთსო ახალგაზრდა

ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ პრემიერ ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი და სიმბოლური ნაკრები დაასახელა. PFA-ის რჩეული მოჰამედ სალაჰი გახდა, რომელმაც ეს ჯილდო კარიერაში მეორედ მიიღო. პირველად, ეგვიპტელი 2017-18 წლების სეზონში გამოარჩიეს. სალაჰს ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა და 35 შეხვედრაში 23 გოლი შეაგდო.

სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის სტატუსი „მანჩესტერ სიტის“ შემტევმა, ფილ ფოდენმა დაისაკუთრა. ამ უკანასკნელმა ეს ჯილდო ზედიზედ მეორედ მოიგო და პრემიერ ლიგის გასულ სეზონში ჩატარებულ 28 შეხვედრაში თავი 9-ჯერ გამოიჩინა.

სიმბოლურ ნაკრებს რაც შეეხება, საუკეთესო თერთმეტეული ასე გამოიყურება:

მეკარე: ალისონი

მცველები: ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი, ჟოაუ კანსელუ, ანტონიო რუდიგერი, ვირჯილ ვან დეიკი;

ნახევარმცველები: ტიაგო ალკანტარა, კევინ დე ბრუინი, ბერნარდუ სილვა;

თავდამსხმელები: სადიო მანე, მოჰამედ სალაჰი, კრიშტიანუ რონალდუ.

საინტერესოა, რომ სიმბოლურ ნაკრებში „ლივერპულის“ 6 ფეხბურთელი მოხვდა. მაშინ, როცა ჩემპიონ „სიტის“ მხოლოდ 3 მოთამაშე წარმოადგენს, „ჩელსისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ კი თითო-თითო წარმომადგენელი ჰყავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ესპანელ ძაღლს ყურადღებას ნუ მიაქცევ
„ესპანელ ძაღლს ყურადღებას ნუ მიაქცევ" - ევლოევმა თოფურიას შეურაცხყოფა მიაყენა