სერხიო ბუსკეტსი
Aa
Aa

"ეს პრესიდან არ უნდა გამეგო" - ბუსკეტსი კლუბის ქმედებით უკმაყოფილოა

„ბარსელონას“ ნახევარმცველმა სერხიო ბუსკეტსმა ხელფასის შემცირებაზე ისაუბრა.

როგორც ცნობილია, ბუსკეტსი, ჟერარ პიკე და ჟორდი ალბა ხელფასების მორიგი შემცირების წინააღმდეგ გამოვიდნენ. გასულ წელს ეს მათ ორჯერ გააკეთეს და ამჟამად იმავეს გამეორებას არ აპირებენ.

„ამის შესახებ ბევრი მოვისმინე და არ ვიცი რას მეტყვიან, როცა შვებულებიდან დავბრუნდები.

ვისურვებდი, რომ ამის შესახებ კლუბში ჩემთვის ინფორმაცია მოეწოდებინათ და ყველაფერი პრესისგან არ გამეგო. არაფერი შემოგვთავაზეს, არაფერი გვითხრეს გარდა იმისა, რაც თქვენგან ჟურნალისტებისგან გვესმის.

პრესის დახმარებით ამის გაკეთება არ არის საუკეთესო გამოსავალი, ჯობია პირდაპირ და პირისპირ ისაუბრო“,

- განაცხადა ბუსკეტსმა.

როგორც ცნობილია, ხელფასის 50%-იანი შემცირება ყველა ფეხბურთელს არ შეეხება. ასეთები არიან იანვარში გუნდში მისული ობამეიანგი, დანი ალვეში და ფერან ტორესი. ასევე, არაუხო, ფატი და პედრი, ფეხბურთელები, რომლებმაც კონ ტრაქტები ახლახან გაახანგრძლივეს.

ჯერჯერობით, კაპიტნები ამის წინააღმდეგნი არიან და სავარაუდოდ, „ბარსას“ მორიგი რთული ზაფხული ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვან გაალი: დე იონგი 112 მილიონი ღირს, ის განსაკუთრებულია
ვან გაალი: დე იონგი 112 მილიონი ღირს, ის განსაკუთრებულია