ფრენკი დე იონგი, ლუი ვან გაალი
Aa
Aa

ვან გაალი: დე იონგი 112 მილიონი ღირს, ის განსაკუთრებულია

ლუი ვან გაალმა ფრენკი დე იონგი შეაქო და თქვა, რომ ის 112 მილიონი ევრო ღირს.

გუშინ ნიდერლანდების ნაკრები ერთა ლიგაზე უელსს დაუპირისპირდა (2:1). „ბარსელონას“ ნახევარმცველი მოედანზე 67-ე წუთზე გამოჩნდა და 94-ე წუთზე გამარჯვების მომტანი საგოლე შეტევა სწორედ მან წამოიწყო და გარდამტეხი მისი მოქმედება გამოდგა.

„ფრენკიმ ყველაფერი შესანიშნავად შეასრულა და კონტრშეტევისას იერიში დიდებულად გაშალა, რომლის წყალობითაც ჩვენ მოვიგეთ. ის გუნდს განსაკუთრებულ თვისებებს სძენს, ამაზე ზედმეტი საუბარი და განხილვაც კი არ შეიძლება.

ამიტომ ვთვლი, რომ ის 112 მილიონი ევრო ღირს“,

- განაცხადა ვან გაალმა.

არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დე იონგი შესაძლოა ზაფხულში კარიერა „ბარსელონადან" „მანჩესტერ იუნაიტედში" გააგრძელოს. კლუბები მოლაპარაკებებს აწარმოებენ და კატალონიელებმა ფრენკის სანაცვლოდ მინიმუმ 80 მილიონი მოითხოვეს.

დიდი შანსია, რომ დე იონგი რობერტ ლევანდოვსკის ტრანსფერს შეეწიროს და კლუბმა მისი გაყიდვით მიღებული თანხა პოლონელის „ბაიერნიდან“ გაფორმებას მოახმაროს.

გასულ სეზონში 25 წლის ნახევარმცველმა „ბარსას“ რიგებში 46 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
"ჯოჯოხეთშიც წასულხართ! ნიდერლანდებში შავკანიანებს მხოლოდ ასისტენტობას ანდობენ"