დარვინ ნუნიესი
Aa
Aa

ნუნიესმა ლივერპულთან კონტრაქტის დეტალები შეათანხმა - მისთვის მანჩესტერიც იბრძვის

„ბენფიკას“ ფეხბურთელი, დარვინ ნუნიესი „ლივერპულში“ გადასვლას ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. Athletic-ის ინფორმაციით, მერსისაიდულმა კლუბმა და ახალგაზრდა შემტევმა საერთო ენა გამონახეს და პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმეს.

„წითლებს“ ისღა დარჩათ, „ბენფიკა“ დაიყოლიონ, რაც მარტივი ნამდვილად არ იქნება. იურგენ კლოპის გუნდმა „არწივებს“ 60 მილიონ გირვანქა სტერლინგს პლუს 25 მილიონი გირვანქა სტერლინგის ოდენობის ბონუსები შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო. პორტუგალიელებს საბონუსე სისტემა არ ხიბლავთ და „ლივერისგან“ 85 მილიონ გირვანქა სტერლინგს ითხოვენ.

საინტერესოა, რომ ამ ყველაფრის პარალელურად, „მანჩესტერ იუნაიტედი“ გააქტიურდა. „წითელ ეშმაკებს“ სურთ, მოსისხლე მტერს აჯობონ და ნუნიესი გაიფორმონ. პრობლემა ისაა, რომ „ბენფიკას“ შემტევს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს, „მანჩესტერმა“ კი გასულ სეზონში ოთხეულში შესვლა ვერ მოახერხა.

ცნობისთვის, გასულ სეზონში, ნუნიესმა „ბენფიკას“ მაისურით 41 შეხვედრა ჩაატარა და მის ანგარიშზე 34 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. „ლივერპულისა“ და „მანჩესტერის" გარდა, 22 წლის ფეხბურთელის საკუთარ რიგებში ხილვით „ატლეტიკო“ ინტერესდება, მაგრამ ამ ეტაპზე, ფავორიტი მერსისაიდელები არიან. Daily Mail-ის მიხედვით, კლუბის მესვეურებს „ბენფიკასთან“ პირდაპირი მოლაპარაკებები აქვთ და იმედიანად არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ესპანელ ძაღლს ყურადღებას ნუ მიაქცევ
„ესპანელ ძაღლს ყურადღებას ნუ მიაქცევ" - ევლოევმა თოფურიას შეურაცხყოფა მიაყენა