"ჯოჯოხეთშიც წასულხართ! ნიდერლანდებში შავკანიანებს მხოლოდ ასისტენტობას ანდობენ"
რუდ გულიტმა თქვა, რომ ნიდერლანდებში შავკანიან მწვრთნელებს მცირე შესაძლებლობები აქვთ.
ბოლო თვეებში ნიდერლანდების ნაკრების სამწვრთნელო შტაბს ედგარ დავიდსი შეუერთდა.
გულიტი თვლის, რომ ფერადკანიანები იჩაგრებიან და ხმამაღალი განცხადების გაკეთებასაც არ ერიდება:
„კარგია, რომ თქვენ ეს თემა წამოწიეთ (დევიდსის დანიშვნა). ყოველ ჯერზე ვხედავთ, რომ შავკანიან მოთამაშეებს მხოლოდ მწვრთნელის ასისტენტის თანამდებობაზე მუშაობის უფლება აქვთ. ჯოჯოხეთშიც წასულხართ!
რისი უფლება ჰქონდა პატრიკ კლუივერტს ნიდერლანდების ნაკრებში? ის მწვრთნელი იყო? წარმოდგენა არ მაქვს. ჰენკ ფრეიზერს მწვრთნელობის უფლება მისცეს? შეიძლება ერთხელ.
ვავარჯიშებდი, თუ არა ფეხბურთელებს, როცა დიკ ადვოკაატის შტაბში ვმუშაობდი? არა! მათ მითხრეს, რომ ფეხბურთელების გვერდით ვყოფილიყავი, მაგრამ მწვრთნელობის უფლება არასდროს მოუციათ.
ადვოკაატმა ნათლად მითხრა, რომ მას ჩემი გამოცდილება არ სჭირდებოდა. მაგრამ მე მაინც მისი მადლობელი ვარ იმისთვის, რომ ნაკრებში ვმუშაობდი. თუ მკითხავთ, კვლავ ვისურვებ თუ არა ამ სამუშაოს, მე ვიტყვი „არა, რა თქმა უნდა არა".
ჩვენ ვსაუბრობთ თანაბარ შესაძლებლობებზე ყველასთვის. როდესაც ეს შესაძლებლობები თავს იჩენს, მაშინვე ჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ: „კარგი, მაგრამ გარკვეული თვისებები უნდა გქონდეს“.
ვფიქრობ, ეს ძალიან ცუდია. თითქმის ისე ჟღერს, თითქოს თქვენ ამბობთ, რომ ჩვენ არ გვაქვს ეს თვისებები“, -
განუცხადა ლეგენდარულმა გულიტმა Helden Magazine-ს.