ლევან კორღალიძე : "საბურთალოდან ფინანსური პრობლემების გამო არ წავსულვარ"
გუშინ გაცნობეთ,რომ საბურთალო მთავარმა მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ დატოვა. ახალგაზრდა სპეციალისტი თბილისურ კლუბი მწვრთნელად გასული წლის 3 ნოემბერს დაინიშნა და გუნდთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებდა.
დღეს კი საბურთალოს ოფიციალურ გვერდზე კორღალიძის კომენტარი გავრცელდა,რომელსაც უცვლელად გთავაზობთ :
ლევან, „საბურთალო“ ურთიერთშეთანხმების შედეგად დატოვეთ. შეგიძლიათ გვითხრათ რის გამო?
რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, თუმცა ვფიქრობ ასე ჯობდა. „საბურთალოდან“ ფინანსური პრობლემების გამო არ წავსულვარ. ძალიან პასუხისმგებლიანი ადამიანი ვარ, რა ჩანაფიქრიც გვქონდა და რა შედეგსაც ვისახავდით, არ გამოვიდა. აქედან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება რომ გუნდიდან წავსულიყავი. რა თქმა უნდა, ჩავაყენე კლუბის ხელმძღვანელობა საქმის კურში და ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება.
დაიწერა, თითქოს 5-6 თვის დავალიენებაა კლუბში ?
ტყუილია, არ ვიცი ვის სჭირდება მსგავსი ინფორმაციის გავრცელება. ორი კვირის დავალიანება იყო გუნდში, რომელიც უკვე დაიფარა. ზოგადად, ქართულ ფეხბურთში და ყველა კლუბშია გარკვეული სახის პრობლემები
“საბურთალოსთან” ერთად ტიტული მოიგეთ. აღნიშნული თასი პირველია თქვენს სამწვრთნელო კარიერაში. როგორ გაიხსენებთ?
“საბურთალოში” მუშაობისას, კლუბის ხელმძღვანელობა ყოველთვის გვერდში მედგა, მინდა მათ მადლობა გადავუხადო.მწვრთნელის რანგში, ჩემთვის პირველი ტიტული იყო და არასდროს დამავიწყდება. მოხარული ვარ, რომ “საბურთალოსთან” ერთად დავით ყიფიანის სახელობის თასი მოვიგე და გუნდმა ევროტურნირებზე თამაშის უფლება მოიპოვა.
შეგახსენებთ,რომ ლევან კორღალიძის ხელმძღვანელობით, თბილისურმა კლუბმა 2021 წლის 8 დეკემბერს ისტორიაში მეორედ დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი მოიგო. ფინალში „საბურთალომ“ წყალტუბოს „სამგურალს“ 1:0 აჯობა.