ანტონიო რუდიგერი
Aa
Aa

რუდიგერი: არჩევანი ჩელსისა და რეალს შორის მქონდა, მადრიდიდან ყოველ დღე არ გირეკავენ

ანტონიო რუდიგერმა „ჩელსიდან“ მადრიდის „რეალში“ გადასვლის შემდეგ, პრესასთან თავისი ემოციების შესახებ ისაუბრა.

- როგორ ფიქრობ, ეს ყველაზე დიდი ნაბიჯია შენს კარიერაში?

„ვფიქრობ, რომ ფეხბურთშიც და ცხოვრებაშიც სხვადასხვა თავია და ახლა ჩემთვის ახალი იწყება. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თავი, ჩემთვის დიდი ნაბიჯი. ალბათ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩემს კარიერაში“.

- რამდენი შემოთავაზება გქონდა?

„ამ ხნის განმავლობაში ბევრი საუბარი მქონდა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, არჩევანი მადრიდის რეალსა და ჩელსის შორის გავაკეთე“.

- რა იფიქრე, როცა რეალი დაგიკავშირდა?

„როცა პირველად გავიგე რეალის ინტერესის შესახებ... წარმოიდგინე. უბრალოდ wow იყო! როგორც მახსოვს, რეალი პირველად დამიკავშირდა სექტემბერში ან ოქტომბერში. ასეთი კლუბიდან ყოველდღე არ გირეკავენ და ეს წარმოუდგენელი იყო“.

- კლუბში გადადიხარ, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა 14-ჯერ მოიგო. როგორ ფიქრობთ, არის თუ არა დამატებითი ზეწოლა ფეხბურთელზე, რომელიც მადრიდის რეალში მიდის?

„დიახ, არის ზეწოლა, მაგრამ ეს არის მადრიდის რეალის ისტორია. ეს კლუბი მიჩვეულია გამარჯვებას, მისი მენტალიტეტი გამარჯვებაზეა დაგეშილი. მაგრამ გამარჯვებულის მენტალიტეტი ჩემს ხასიათშიც არის“,

- განაცხადა რუდიგერმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
45 მილიონი მანეს სანაცვლოდ - მიღებული თანხით ლივერპული ნუნესს იყიდის
45 მილიონი მანეს სანაცვლოდ - მიღებული თანხით ლივერპული ნუნესს იყიდის