ჰამბურგი ადასტურებს - ჩაკვეტაძე გენტში დაბრუნდება
გერმანული პრესის მოლოდინი გამართლდა და გიორგი ჩაკვეტაძე „ჰამბურგს“ ტოვებს.
გერმანული მედია რამდენიმე დღის წინ წერდა, რომ „ჩაკვეს“ გუნდიდან წასვლა პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო. „ჰამბურგში“ მას აღარ ენდობოდნენ.
„ჩვენ ვემშვიდობებით იჯარით მყოფ მოთამაშეებს გიორგი ჩაკვეტაძეს და მადლობას გიხდით გაწეული ერთგულებისთვის. გისურვებთ წარმატებებს მომავალში“.
- წერს სოციალურ ქსელში „ჰამბურგის“ ოფიციალური გვერდი.
კლუბის ოფიციალური ტვიტერის გვერდმი "ჩაკვეს" ქართულად დაემშვიდობა:
"მადლობა ყველაფრისთვის, გიორგი!"
მადლობა ყველაფრისთვის, გიორგი! ????????????
— HSV English (@HSV_English) June 9, 2022
Giorgi #Chakvetadze returns to KAA Gent after his short term loan spell in the Rothosen. ????
All the best in the future Giorgi! ???? #nurderHSV pic.twitter.com/rlrjx4ufU0
ბოლოს გეტყვით, რომ ჩაკვეტაძის სატრანსფერო ღირებულება 9 მილიონიდან 2.3 მილიონ ევრომდე ჩამოვიდა და მის მიმართ ინტერესი მკვეთრად შემცირდა. გიორგის „გენტთან“ კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს და ბელგიური პრესის ცნობით, კლუბში დაბრუნების შემთხვევაში, სათამაშო დრო არ მიეცემა.
ქეცბაია ჩაკვეტაძის შესახებ
„ძალიან გული მწყდება, რომ ჩაკვეტაძე ვერა და ვერ ჩადგა ფორმაში. არადა, როცა კარგად იყო, ისეთი თამაშები აჩვენა… ვერ აეწყო ვერც ბელგიაში და ვერც გერმანიაში. იმედი მაქვს, სეზონი დაიწყება და თავის სასურველ ფორმაში შევა. დიდი სიამოვნებით მეც წავიყვანდი, თუ ისურვებდა.
სხვათა შორის, გერმანია, ინგლისი, ბელგია კლიმატით არასასურველი ქვეყნებია, ტრავმა თუ გაწუხებს. მე მგონია, რომ ჩაკვეტაძეს უფრო ესპანეთის ან იტალიის ლიგა მოუხდებოდა, სადაც თამაში უფრო ტექნიკაზეა აწყობილი. დიდი იმედი მაქვს, რომ თამაშს დაიწყებს – არ გვყავს ჩვენ იმდენი ფეხბურთელი, რომ ჩაკვეტაძე დავკარგოთ“.