ილია თოფურია, მოვსარ ევლოევი
Aa
Aa

„ესპანელ ძაღლს ყურადღებას ნუ მიაქცევ" - ევლოევმა თოფურიას შეურაცხყოფა მიაყენა

UFC-ის რუსმა მებრძოლმა, მოვსარ ევლოევმა ილია თოფურიას შეურაცხყოფა მიაყენა. ევლოევი „ელ მატადორის“ პოსტს გამოეხმაურა, რომელშიც ილიამ დენ იგეს მიმართა და განაცხადა, რომ მან „ვირთხის“ დამარცხებაც ვერ მოახერხა.

„დენის მიმართ პატივისცემის გარდა არაფერი მაქვს. ჩემთვის, შენთან ერთად, ოქტაგონზე ყოფნა უდიდესი პატივი იყო. ჰეითერებზე და ესპანელ ძაღლზე, რომელიც მარტო მაშინ ყეფს, როცა თავს უსაფრთხოდ გრძნობს, ყურადღება არ გაამახვილო“, - აღნიშნა მოვსარმა.

შეგახსენებთ, რომ ევლოევსა და თოფურიას რამდენიმე თვის წინ უნდა ეჩხუბათ, მაგრამ რუსმა მებრძოლმა ოქტაგონზე გასვლაზე უარი კორონავირუსით ინფიცირების გამო თქვა. მის ნაცვლად ილია შარლ ჟურდენს უნდა შეხვედროდა, მაგრამ ექიმებმა წონის კლების პროცესის შეწყვეტა მოსთხოვეს და ქართველი ოქტაგონზე ვერ ვიხილეთ.

გეტყვით იმასაც, რომ დენ იგესთან გამარჯვების შემდეგ, მოვსარმა განაცხადა, რომ უცნობი მებრძოლების წინააღმდეგ ჩხუბი აღარ სურს და დივიზიონის საუკეთესო მებრძოლებიდან ერთ-ერთთან დაპირისპირება უნდა. ევლოევის განცხადებას სოციალურ ქსელებში MMA-ის ბევრი ქომაგი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ილიასა და მის ჯახს სიამოვნებით იხილავდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მაკედონიის მეკარე: ,,საქართველოს ნაკრებს ისე მოვუგებთ, გოლს არ გავუშებ
მაკედონიის მეკარე: ,,საქართველოს ნაკრებს ისე მოვუგებთ, გოლს არ გავუშებ"