კილიან მბაპე, ზინედინ ზიდანი, ვილი სანიოლი, მიშელ პლატინი
Aa
Aa

სანიოლმა ყველა დროის 3 საუკეთესო ფრანგი ფეხბურთელი დაასახელა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ფრანგმა ვილი სანიოლმა SPORT BILD-ს საკუთარი აზრი გაუზიარა და ყველა დროის საუკეთესო 3 ფრანგი ფეხბურთელი დაასახელა.

,,საფრანგეთისა და ბაიერნის ყოფილმა, 45 წლის მარჯვენა მცველმა, საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად ერთა ლიგა წარმატებულად დაიწყო", - წერს გამოცემა და სანიოლის სიტყვებს ციტირებს:

ჩემი აზრით, 3 საუკეთესო ფრანგი ფეხბურთელი მიშელ პლატინი, ზინედინ ზიდანი და კილიან მბაპეა. რასაც მბაპე 23 წლის ასაკში აკეთებს, შესანიშნავია. ზოგიერთ ტოპ ფეხბურთელს გადამწყვეტი ბოლო გადაცემის, ზოგს კი გოლების გატანის ალღო აქვს, ის ერთადერთია, ვისაც ეს ყველაფერი შეუძლია და საუკეთესოა, თუ ასე განაგრძობს, ამ სტატუსს შეინარჩუნებს.

ზიდანის გვერდით თამაში ღვთის საჩუქარს გავდა, 20 წლის წინ ის მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე და უამრავი ფეხბურთელის კერპი იყო. ის საკუთარ თავსა და პირად სტატისტიკებზე არასოდეს ფიქრობდა, ყოველთვის ცდილობდა, რომ შედეგიანი პასებით გუნდს დახმარებოდა.

ვილი სანიოლმა მიუნხენის ბაიერნის შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგა (2001) და გერმანიის ჩემპიონის ტიტული ხუთჯერ (2001, 2003, 2005, 2006, 2008) მოიგო. ფრანგი სპეციალისტი 2011-2013 წლებში საფრანგეთის ნაკრების ტექნიკური დირექტორის პოსტს იკავებდა, ხოლო 2013-2014 წლებში საფრანგეთის 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო.

საქართველოს ნაკრებამდე, ვილი სანიოლმა მწვრთნელის რანგში საკლუბო კარიერა დაიწყო და 2014-16 წლებში ფრანგულ ბორდოს ხელმძღვანელობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანორთოსისი ქეცბაიას სოლიდურ  კომპენსაციას გადაუხდის
ანორთოსისი ქეცბაიას სოლიდურ კომპენსაციას გადაუხდის