ოფიციალურად - ჯენარო გატუზო "ვალენსიას" გაწვრთნის
ოფიციალურად იტალიელი სპეციალისტი ჯენარო გატუზო ვალენსიას გაწვრთნის. ინფორმაციას კლუბის ოფიცილაური გვერდი ავრცელებს.
გატუზომ ესპანურ კლუბთან 2024 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. ბოლოს ჯენარო „ფიორენტინას“ წვრთნიდა, რომელიც 2021 წლის მაისში დატოვა.
სამწვრტნელო კარიერის განმავლობაში გატუზო „პალერმოში“, “სიონში“, „პიზაში“, „მილანში“ და „ნაპოლიში“ მუშაობდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ჯენარო გატუზო „ღამურებთან“ 2-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. მისი ანაზღაურება კი წელიწადში 3 მილიონი ევრო იქნება. ამას დამატებული ბონუსები, თუ „ვალენსია“ ლა ლიგას მოიგებს ან ევრო ტურნირის საგზურს მოიპოვებს.
შეგახსენებთ, რომ ესპანურ კლუბში გიორგი მამარდაშვილი ირიცხება და მისი მწვრთნელი გატუზო იქნება. ასევე გეტყვით, ჯენარო რამდენიმე წლის წინ კიდევ ერთ ქართველ მეკარეს გიორგი ლორიას წვრთნიდა. „ჯვაროსნების“ კარის დარაჯი და ჯენარო ერთად ბერძნულ „ოფიში“ მუშაობდნენ.
გატუზომდე „ვალენსიას“ ტავკაცი ხოსე ბორდალასი იყო. 58 წლის ესპანელი მწვრთნელი ''ვალენსიას'' 2021 წლის მაისიდან წვრთნიდა. გასულ სეზონში ''ვალენსია'' ესპანეთის თასის ფინალში გავიდა, თუმცა პენალტების სერიაში ''ბეტისთან'' დამარცხდა.